Featured Articles
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს. სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.
ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, მაგრამ გაწევრიანებაზე უბრალო უარი საკმარისი არ არის.
"კიევის NATO-ში მიღებაზე უარი ახლა საკმარისი არ არის. ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა გააგრძელებს ატმოსფეროს მოწამვლას ევროპის კონტინენტზე", - თქვა ზახაროვამ.
- Details
- By iaiaia
სირიაში ხმეიმიმის ავიაბაზაზე, სადაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაჯგუფია დისლოცირებული, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ერაყის შიიტურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულმა ტელეგრამარხმა გაავრცელა.
რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ოლეგ ბლოხინის ცნობით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე საბრძოლო განგაში მოსკოვის დროით ღამის 02:30 საათზე გამოცხადდა.
„თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდა „პანცირი“ (რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა). ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები“, – დაწერა ბლოხინმა.
მისი თქმით, სროლა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ „ვაშინგტონ პოსტთან“ მიცემულ ინტერვიუში 6 თებერვალს განაცხადა, რომ სირია მზადაა, რუსეთს მისცეს საშუალება, შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ბაზები ხმეიმიმსა და ტარტუსში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც დამასკოს ინტერესებს ემსახურება.
12 თებერვალს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სირიის გარდამავალ პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან.
„ბლუმბერგის“ წყაროების ინფორმაციით, რუსეთი ახლოსაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმება გააფორმოს, რათა ქვეყანაში თავისი სამხედრო კონტინგენტის ნაწილი შეინარჩუნოს. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი, შესაძლოა, დაეხმაროს სირიის ახალ ხელისუფლებას ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რომელიც აქტიურად მოქმედებს ქვეყნის აღმოსავლეთში.
- Details
- By iaiaia
საუდის არაბეთში დასრულდა რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, რუსულ მედიას აცნობა.
უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და მხარეებს შორის სერიოზული დისკუსია გაიმართა. მისი განცხადებით, განხილული იყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, რაშიც ორივე ქვეყანა დაინტერესებულია.
თუმცა, როგორც უშაკოვმა აღნიშნა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პოზიციები მნიშვნელოვნად დაახლოვდა, თუმცა ერ-რიადში ამ თემაზეც იმსჯელეს.
„შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
რაც შეეხება მომავალ კვირაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას, უშაკოვის თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კონკრეტული თარიღები ჯერ კიდევ არ განხილულა და საჭიროა დამატებითი სამუშაო პროცესები.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის სპეციალური ჯგუფები უკრაინის საკითხზე კონტაქტს დროულად დაიწყებენ. რუსული მხარის წარმომადგენლობას ამ მოლაპარაკებებში პუტინი განსაზღვრავს, ხოლო ამერიკულ მხარეს ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა იყო.
რუსულ დელეგაციას სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტოფი.
- Details
- By iaiaia
ევროკავშირს სურს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად ახალი ფონდი შექმნას, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონური სააგენტოების ცნობით, ევროკავშირის ელჩები დაიწყებენ ახალი ფონდის შექმნის ინიციატივის განხილვას, რომელიც დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი შენატანებით.
მთავარი მიზანია უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის საუბარია მსხვილკალიბრიან საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადების აღდგენასა და უკრაინის სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერაზე.
მედიის ცნობით, ფონდის დაფინანსება განხორციელდება წევრი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი შენატანებით, მათი ეროვნული შემოსავლის პროპორციულად, ასევე გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რაც დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს ფინანსური ტვირთის შემცირებაში.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ევროპულ ქვეყნებს შეეძლებათ, გადაწყვიტონ, როგორ გაუწევენ დახმარებას უკრაინას – იარაღის მიწოდებით თუ საერთო ფონდში შენატანების მეშვეობით. ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სახსრების ხარჯვის მოქნილ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის სტატუსის პატივისცემას, მაგალითად, ისეთი ქვეყნების, რომლებიც სამხედრო საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ,
ამასთან, ახალი ფონდი არ ჩაანაცვლებს „ევროპის მშვიდობის ფონდს“, რომლის გამოყენებითაც უკრაინის მხარდაჭერას, უკვე რამდენიმე თვეა, ბლოკავს უნგრეთი. იმისათვის, რომ ახალი მექანიზმი საერთოევროპული გახდეს, იგი უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ.
„თუმცა განმეორებითი ჩიხური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ინიციატივაში მონაწილეობა შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი“, – წერს პოლონური მედია.
- Details
- By ani
საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელწმიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა დაიწყო. უკვე გავრცელდა შეხვერის დაწყების ფოტომასალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, შეხვედრას პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვიც ესწრება.
ამერიკულ დელეგაციას კი მოლაპარაკებებზე ასევე წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 78 of 206