Featured Articles
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, ორი ლიდერი თურქეთ-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებს.
დღესვე ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მის ვიზიტს, რომელიც 19 თებერვალს არის დაგეგმილი, არავითარი კავშირი არ აქვს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან, რომელიც 18 თებერვალს გაიმართება საუდის არაბეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე ჩავიდა საუდის არაბეთში და სავარაუდოდ, ის უხელმძღვანელებს ამერიკის დელეგაციას. მოლაპარაკებების შესახებ ცნობებს წინ უსწრებდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც გასულ კვირაში შედგა. ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება უკრაინაში ომის დასრულება იყო. კრემლის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ერ-რიადში ამერიკელებთან შესახვედრად ჩადიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ იმყოფება. ამის შესახებ მან NBC News-ს განუცხადა.
„გვაქვს მსხვერპლის ფიქსირებული რაოდენობა - 46 ათასზე მეტი სამხედრო. არის კიდევ ათეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ტყვედ ჩავარდნილი. და ზუსტად არ იცით, ვინაიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება მკვდარი იყვნენ, მაგრამ შეიძლება ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი“, თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება რუსეთის არმიაში დაღუპულთა რაოდენობას, მოსკოვი არ აქვეყნებს ამის თაობაზე ოფიციალურ მონაცემებს. მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის.
საბრძოლო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია კონფლიქტში მონაწილე მხარეების დანაკარგების ზუსტად შეფასება.
- Details
- By Sali
ვფიქრობ, მას, ვლადიმერ პუტინს ბრძოლის შეწყვეტა სურს. მე ამას ვხედავ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მასთან იყო საკმაოდ ხანგძლივი პერიოდით, დაახლოებით სამი საათი. ვფიქრობ, მას სურს ბრძოლის შეწყვეტა. მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა, თქვენ გესმით ეს. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. მათ ეს აქამდეც გაუკეთებიათ. თუმცა ვფიქრობ, მას სურს ბრძოლის შეწყვეტა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
- Details
- By rusa
უკრაინას რუსეთთან ომში 2022 წლიდან დღემდე 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუს დროს.
„ჩვენ დავაფიქსირეთ დანაკარგები: 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აგრეთვე, დღეს ჩვენ გვყავს ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი. გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, ვინაიდან დაკარგულები, შესაძლოა, გარდაცვლილები ან ტყვედ ჩავარდნილები იყვნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ დაახლოებით 380 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტზე დაიჭრა. ზელენსკის თქმით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი რუსების მიერ გადაყვანილია რუსეთში.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე.
„დეოკუპირებულ ქალაქებში ჩვენ აღმოვაჩინეთ მასობრივი სამარხები. ისინი [რუსები] მასობრივ დახვრეტას და წამებას ეწეოდნენ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათასს აღწევდა. ერთ-ერთ სამარხში, სადაც რუსული ოკუპაცია იყო, ჩვენ 500 ნეშტი აღმოვაჩინეთ“, - აღნიშნა მან.
- Details
- By ani
გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა, Volkswagen Group-მა 2027 წლისთვის ახალი, იაფი ელექტრომობილის გამოშვება გადაწყვიტა, რომლის სახელწოდება, სავარაუდოდ, ID.1 იქნება.
პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ID.1 კომპაქტური კლასის, მინიმალისტური დიზაინის მქონე ელექტრომობილი იქნება, რომელმაც კონკურენცია ჩინურ ავტომწარმოებლებს უნდა გაუწიოს.
როგორც ცნობილია, ID.1-ის ფასი $21,000-დან $35,000-ის ფარგლებში იქნება და ის ევროპისა და ჩინეთს ბაზრებზე იქნება გათვლილი, სადაც უმეტესად სწორედ კომპაქტური ზომის ავტომობილებს ყიდულობენ.
ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი ID.1 დაშენებული იქნება VW MEB პლატფორმაზე და ის დეტალებს Cupra Raval-თან გაიზიარებს, ანუ Volkswagen-ის ელექტრომობილს, სავარაუდოდ, ერთი დამუხტვით 430 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი სიმძლავრე 220 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც კომპაქტური ჰეტჩბეკისთვის სავსებით საკმარისია.
ზომიდან და ფასიდან გამომდინარე, ID.1-მა კონკურენცია ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილ ელექტრომობილებს და Tesla-ს ახალ მოდელს უნდა გაუწიოს, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, $25,000-ის ფარგლებში იქნება.
როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, ID.1 იქნება „ელექტრომობილი ყველასთვის“, როგორც ერთ დროს Beetle-ი იყო „ავტომობილი ყველასთვის“.
- Details
- By ani
More Articles …
Page 80 of 206