Featured Articles
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის შესაძენად, გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი (990 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
"მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობით, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიით, გარდაიქმნება," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა.
დღეს, უკრაინისთვის გადაცემული თანხა სამი ტრანშიდან მეორეა, რომელთა საერთო ოდენობა 2.26 მილიარდ ფუნტს შეადგენს. პირველი 6 მარტს იყო და ბოლო ნაწილის გადარიცხვა მომავალი წლისთვის იგეგმება.
მანამდე, ბრიტანეთის მთავრობამ თებერვალში გამოაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯებს ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 2.3%-დან 2027 წლისთვის 2.5%-მდე და 2029 წლის შემდეგ 3%-მდე გაზრდის.
ცნობისთვის, 2024 წლის ოქტომბერში "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.
- Details
- By rusa
ევროკავშირი პალესტინელთა დასახმარებლად 1.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
დახმარების პაკეტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში, „დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სტაბილურობის“ ხელშესაწყობად იქნება მიმართული.
„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას პალესტინელი ხალხის მიმართ. 1.6 მილიარდი ევრო 2027 წლამდე დაეხმარება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას დასტაბილურებაში“, – წერს კაია კალასი.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირი პალესტინელებისთვის უმსხვილესი დონორია.
ამასთან, დღესვე, ლუქსემბურგში უნდა გაიმართოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პალესტინელ მაღალჩინოსნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.
- Details
- By rusa
გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, დარტყმების შედეგად, რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები - საწყობი, ავტოგასამართი სადგური, სამედიცინო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები. წინასწარი მონაცემებით, დრონით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ოდესის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანდა ჭერი და ჩაიმსხვრა მინები, განადგურდა საოპერაციო ოთახი, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან - განაცხადა ღამით ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის შეხვდა მრჩევლებს და ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ირანზე გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, 12 აპრილს, ომანში აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მხარეებმა მას პოზიტიური, კონსტრუქციული უწოდეს. როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-ისა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 19 აპრილს გაიმართება.
- Details
- By rusa
ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი:
„დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრში, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა მოქალაქეებს შორის. მათ შორის ისევ არიან ბავშვები.
დღეს ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა.
აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა რუსეთი აიძულო, შეწყვიტოს ცეცხლი. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს პარტნიორებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად.“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსში“.
- Details
- By rusa
More Articles …
- ტრამპმა გადაწყვიტა სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა საკვანძო ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ახალი ტარიფები არ გავრცელდეს
- სტივ უიტკოფმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემაა
- ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აკრძალა
- "რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება" - დონალდ ტრამპი
Page 9 of 204