Featured Articles
ავსტრიის ქალაქ ფილახში სირიელი მამაკაცი გამვლელს დანით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 5 ადამიანი. მათი ასაკი 14-დან 32 წლამდეა.
დამნაშავე სავარაუდოდ 23 წლის თავშესაფრის მაძიებელია სირიიდან, რომელსაც ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა ჰქონდა. ის თავდასხმის ადგილზე დააკავეს.
- Details
- By rusa
ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.
უბედური შემთხვევა ნიუ-დელიში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭყლეტა რეისების დაგვიანებამ გამოიწვია, რის გამოც სადგურზე მგზავრების კრიტიკულმა რაოდენობამ მოიყარა თავი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
- Details
- By rusa
მოლდოველი ოლიგარქი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ 15 თებერვალს სოციალურ ქსელებში მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვერონიკა დრაგალინამ განაცხადა. პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაშია კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის, თაღლითობის, ფულის გათეთრების, ასევე ძალაუფლებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
აღსანიშნავია, რომ წითელი ცირკულარი არის საერთაშორისო შეტყობინება პირის ძებნისა და დაკავების შესახებ, მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.
ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამჟამად ის ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფება.
- Details
- By rusa
ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. ამის მიზეზი აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებია, რომელიც ევროპის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტის თქმით, ევროპელი ლიდერები პარიზში, ემანუელ მაკრონმა მიიწვია. სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
ამასთან, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინაც არის მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ასეთი მიწვევა არ მიუღია.
- Details
- By rusa
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თელ-ავივში ჩავიდა. ეს სახელმწიფო მდივნის რანგში ახლო აღმოსავლეთში მისი პირველი ვიზიტია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუბიო მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება. დეპარტამენტის ცნობით, მოლაპარაკებები შეეხება „ჰამასის“ მიერ დაკავებულ მძევლებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და ირანს.
რამდენიმე საათით ადრე, შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ – 369 პალესტინელი პატიმარი.
მარკო რუბიო საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც გაემგზავრება
- Details
- By rusa
More Articles …
Page 81 of 206