Featured Articles
საფრთხე, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი. ის, რაც მადარდებს, არის საფრთხე შიგნიდან – ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა:
„მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ანალოგიური რამ შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, უკრაინის პოლიტიკიდან ციფრულ ცენზურამდე, ხორციელდებოდა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით, ხორციელდებოდა როგორც დემოკრატიის დაცვა, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა ჩვენ შესაბამისად მაღალ სტანდარტს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ საუბარზე მეტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის“,
- Details
- By rusa
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გადაიდო.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი და დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, 12 თებერვალს შეთანხმდნენ, რომ უკრაინა დაასრულებდა მემორანდუმის პროექტს პარტნიორობის შესახებ და გადასცემდა მას ამერიკელებს. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა შეხვედრის გადადების მიზეზად დაასახელა, რომ აშშ-ს დრო სჭირდება პარტნიორობის მემორანდუმის პროექტზე სამუშაოდ, რომელიც უკრაინამ დაასრულა და ამერიკელებს გადასცა.
მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკრაინის მიერ გადაცემულ დოკუმენტზე სამუშაოდ დრო 17:00 საათამდე ითხოვა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს გამოაცხადა შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართება 14 თებერვალს მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის.
“ისინი ხვალ გამართავენ შეხვედრას მიუნხენში, რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. არ ვიცი ზუსტად, ვინ ჩადის თითოეული ქვეყნიდან, მაგრამ მაღალი რანგის პირები რუსეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან [იქნებიან], „ - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მანამდე განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი მიუნხენში. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტამი ბრიუსიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 თებერვალს ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიჰას. მათ განიხილეს "თამამი დიპლომატიის" აუცილებლობა, რათა დასრულდეს ომი მოლაპარაკების გზით, რაც მიგვიყვანს მდგრად მშვიდობამდე. რუბიომ ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინისა და რეგიონის სტაბილურობისადმი.
13 თებერვალს ტრამპის მიმართ გაფრთხილება გამოთქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნების გარეშე შეთანხმება.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში, რომ უკრაინა „ამგვარად თუ იმგვარად“ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებაში. მაგრამ პესკოვის თანახმად, იქნება ასევე დიალოგის რუსულ-ამერიკული ნაწილი. მოლაპარაკების მომზადება შეიძლება თვეები გაგრძელდეს, თქვა მან. აშშ-ის ახალი მთავრობის პოზიციას მან შთამბეჭდავი უწოდა.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ დააბრუნებდა რუსეთს „დიდი შვიდეულის“( G7) რიგებში.
რუსეთი G7-ის შეხვედრებზე აღარ მიიწვიეს 2014 წლიდან - მას მერე, რაც უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა.
ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა: „ვფიქრობ დიდი შეცდომა იყო მისი გაგდება,“ - იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადისასაც გამოთქვა სურვილი, დაუბრუნდეს რუსეთი ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების გაერთიანებას, მაგრამ მას ამაში მხარი არ დაუჭირეს ევროპელმა მოკავშირეებმა.
„დიდი შვიდეული“ 1975 წელს შეიქმნა, როგორც მსოფლიოს სამრეწველო - ლიბერალ-დემოკრატიულ ფასეულობის მქონე წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების ფორუმი. მისი ამოცანაა მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვა. ახლა ჯგუფში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა, ხოლო ევროკომისიას მეთვალყურის სტატუსი აქვს.
1998 წელს რუსეთის მიღებით ჯგუფი „დიდი რვიანი“ (G8) გახდა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ის კვლავ ძველ ფორმატს დაუბრუნდა.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იყო „სასიამოვნო,“ რომ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა, სანამ მასთან ისაუბრებდა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურდა ორივე პრეზიდენტთან ერთდროულად ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და აშშ მიაღწევენ უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
ზელენსკით თქმით, მან იცის, რომ ტრამპისთვის უკრაინა პრიორიტეტია, მაგრამ მაინც გაუგებარია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ჯერ პუტინს დაურეკა, რადგან ადრე ტრამპს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ „სურდა ორივე პრეზიდენტთან ერთად ესაუბრა“.
ზელენსკის თქმით, მას სურდა ვაშინგტონთან პოზიციის შეთანხმება, რათა „შეაჩერონ პუტინი,“ სანამ მოსკოვთან მოილაპარაკებდა.
ეს მან თქვა მას მერე, დონალდ ტრამპმა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იქონია ვლადიმირ პუტინთა და თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკება უკრაინის შესახებ.
ამ კვირაში ზელენსკი და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები კიევში და ბრიუსელში, ასევე მიუნხენში გამართავენ შეხვედრებს.
ჩვენთვის პრიორიტეტულია უკრაინა-აშშ-ის შეხვედრები, თქვა მან. და მხოლოდ ასეთი შეხვედრების შემდეგ, მას მერე, რაც შემუშავდება პუტინის შეჩერების გეგმა, ვფიქრობ, მართებული იქნება რუსებთან საუბარი,“ განაცხადა ზელენსკიმ.
- Details
- By Sali
More Articles …
- ჰამასი აცხადებს, რომ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების პირობებს
- საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარა შეაგდეს - დაშავდა 12 ადამიანი
- მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
- მოსკოვმა დაიწყო მზადება უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირებისთვის - პესკოვი
Page 83 of 206