Featured Articles
ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) გამოაცხადა 13 თებერვალს, რომ ის ერთგულია შეასრულოს ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რის გარშემოც ვითარება დაიძაბა ბოლო დღეებში, და დაადასტურა, რომ მძევლების შემდეგი გაცვლა მოხდება მომავალ შაბათ-კვირას, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
პალესტინური წყაროების თანახმად, წინსვლაა მიღწეული შეთანხმების გადარჩენის მცდელობების მხრივ მას მერე, რაც კრიზისი გამოიწვია ჯერ ჰამასის განცხადებამ, რომ არ გაათავისუფლებს მძევლებს შაბათს, რადგან ისრაელი არ ასრულებს პირობებს თავის მხრივ.
ისრაელმა ამაზე საპასუხოდ გამოაცხადა, რომ თუ ჰამასი არ გაათავისუფლებდა მძევლებს ვადებში, ის ომს განაახლებდა ღაზაში.
პალესტინის წყაროს თანახმად, ისრაელისგან მიიღეს პირობა, რომ შეასრულებს „ჰუმანიტარული დახმარების განრიგს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში თქვა, რომ „ჯოჯოხეთი“ დაიწყებოდა, თუ პალესტინელები არ გამოუშვებდნენ ყველა დარჩენილ მძევალს შაბათს შუა დღისთვის.
ტრამპმა, რომლის დაბრუნებამ თეთრ სახლში გააძლიერა ისრაელის ულტრამემარჯვენეების პოზიცია, საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია თავისი წინადადებით, აშშ-მა კონტროლი დააწესოს ღაზაზე და მისი 2,4 მილიონი მცხოვრები იორდანიასა და ეგვიპტეში გადაასახლონ.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც თავის პირველ ეტაპზეა, ითვალისწინებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ.
აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმე ეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპის პირობით, ჰამასს უნდა გაეთავისუფლებინა 33 მძევალი, ხოლო ისრაელს - 2000-მდე პალესტინელი პატიმარი.
ჰამასი ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, მოკლა დაახლოებით 1200 ადამიანი და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სახმელეთო და საჰაერო ომი დაიწყო, რომელსაც მას შემდეგ 47 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.
- Details
- By Sali
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გრენობლის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 2-ს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ბარში უცნობი პირი შევიდა, ხელყუმბარა შეაგდო და ადგილიდან მიიმალა. ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, მომხდარის მოტივ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისინი ტერორისტულ აქტს არ ვარაუდობენ.
"არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო ტერაქტი. მომხდარი, სავარაუდოდ, პირად მოტივებს უკავშირდება", - თქვა პროკურორმა.
ასევე, დაუდასტურებელი ცნობით, თავდამსხმელს თან კალაშნიკოვის ავტომატი ჰქონდა.
- Details
- By Sali
გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ავტომობილი ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, მძღოლი ადგილზევე დააკავეს. არის თუ არა მომხდარი ტერაქტი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ოპერაცია ქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან მიმდინარეობს.
გერმანული გაზეთი Bild-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულია 15 ადამიანი.
- Details
- By iaiaia
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 006.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 39.2 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 403.8 მილიონი აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1 602.5 მოლიონი აშშ დოლარი – ზრდამ 45.4 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარში 1 198.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.7 პროცენტია.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ძალაში შედის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესდეს ქვეყნის ექსპრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და კიდევ რამდენიმე პირს, მსხვილ ბიზნესმენებს.
სანქციები, რომლებიც უვადოა, შეეხო გუშაგთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მილიარდერს, იგორ კოლომოისკის, "პრივატბანკის" ყოფილ თანამფლობელს, გენადი ბოგოლიუბოვს, ბიზნესმენ კონსტანტინ ჟევაგოს და ვიქტორ მედვედჩუკს - პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის" ყოფილ ლიდერს, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და რომელსაც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.
სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე ქონების დაბლოკვას და სხვა ეკონომიკურ ზომებს, ასევე - სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას.
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2014 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 20 მაისამდე. 2019 წელს ის არჩევნებში დამარცხდა ზელენსკისთან მეტოქეობაში. პოროშენკო არის პარლამენტარი, ოპოზიციური პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი. Forbes-ის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევით, პოროშენკო რიგით მესამე იყო უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის კაპიტალით, რომელიც 1,4 მილიარდ დოლარს მოიცავდა. 2021 წელს მისი ქონება შეფასდა 1,6 მილიარდ დოლარად.
ცოტა ხნით ადრე, სანამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრებოდა, პოროშენკოს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით. თავად პოროშენკო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივაციით დევნის. პარლამენტში მისი პარტიის წევრებმა ხუთშაბათს ტრიბუნა დაბლოკეს და გამოვიდნენ მოწოდებებით: "უკრაინა არ არის რუსეთი", "არა პოლიტიკურ რეპრესიებს", "არა დიქტატურას".
ზელენსკი 12 თებერვალს გამოვიდა ვიდეომიმართვით, რომელშიც სახელების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა: „ყველამ, ვინც ანადგურებდა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს - ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც გამოიმუშავეს არსებითად უკრაინის, უკრაინის ინტერესების, უკრაინის უსაფრთხოების გაყიდვით, უნდა დაიბლოკოს და უნდა გამოყენებულ იქნეს უკრაინისა და უკრაინელების დასაცავად“.
გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ უკრაინის კიდევ ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს, კოლომოისკის, ადანაშაულებენ თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაკანონებაში.
ბოგოლიუბოვი - კოლომოისკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი - უკრაინიდან 2024 წელს გაემგზავრა, როგორც ხელისუფლება აცხადებს, უკანონოდ, ყალბი დოკუმენტებით.
მილიარდერი კონსტანტინ ჟევაგო ეჭვმიტანილია თანხების გაფლანგვაში, რაც უკავშირდება ბანკ "ფინანსები და კრედიტის" საქმეს. ისიც უცხოეთშია, საფრანგეთმა უარი განაცხადა მის უკრაინაში ექსტრადიციაზე.
პოროშენკოს, მათ შორის, ადანაშაულებენ მედვედჩუკთან თანამშრომლობაში, საქმეში, რომელიც ეხება ნახშირის შესყიდვას უკრაინის კონტროლის მიღმა მყოფ, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 84 of 206