Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk
    Type 2 or more characters for results.

    Featured Articles

    მსოფლიო

    ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება - ზელენსკი

    მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა, და ეს ასე გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „წარმოიდგინეთ, საშუალო გაქანების კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – წერს ტრამპი.

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკრიტიკებს გაწეული დახმარების დისბალანსს ფინანსური კუთხით ევროპასა და აშშ-ს შორის.

    „შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა. ევროპის ფული გარანტირებულია, მაშინ როცა შეერთებული შტატები უკან ვერაფერს მიიღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანასწორობა, როცა ეს ომი გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ ხომ დიდი, ლამაზი ოკეანე გვაშორებს?“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

    ტრამპის განცხადებით, ზელენსკი აღიარებს, რომ გაგზავნილი თანხის ნახევარი დაკარგულია.

    ამავე განცხადებაში დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა.

    „ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინულ გამოკითხვებში ძალიან დაბალ პროცენტს აჩვენებს. ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, იყო ის, რომ ბაიდენს თავის დაკრულზე ათამაშებდა. დიქტატორი არჩევნების გარეშე. ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“, – დაწერა ტრამპმა.

    ტრამპის თქმით, მხოლოდ მას და მის ადმინისტრაციას შეუძლიათ რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება ომის დასასრულებლად.

    „ზელენსკის, სავარაუდოდ, სურს „ფინანსური ნაკადის“ გაგრძელება. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა – და ეს ასე გრძელდება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

    Details
    By ani
    ani
    Feb 19
    მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

    "დიქტატორი არჩევნების გარეშე", - წერს ტრამპი ზელენსკიზე და მას ურჩევს, რომ "სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება".

    ის ზელენსკის აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ამას ზელენსკიც აღიარებს, რომ თანხის ნახევარი დაკარგულია".

    "ამავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპს" და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია", - წერს ტრამპი.

    მისი თქმით, წინამორბედ ჯო ბაიდენს არასდროს უცდია ევროპაში მშვიდობის დამყარება.

    Details
    By rusa
    rusa
    Feb 19
    მსოფლიო

    Facebook-ზე Live ვიდეოები 30 დღის შემდეგ ავტომატურად წაიშლება

    დღეიდან, 19 თებერვლიდან Facebook-ი Live ვიდეოების შენახვის პოლიტიკას ცვლის. როგორც META იტყობინება, ახალი Live ვიდეოების ნახვა, ჩამოტვირთვა და გაზიარება Facebook გვერდებიდან ან პროფილებიდან მხოლოდ 30 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ამის შემდეგ კი ავტომატურად წაიშლება სოციალური ქსელიდან.

    ასევე, ამ დრომდე გაშვებული Live ვიდეოებიც, რომლებიც 30 დღეზე მეტი ხნისაა, წაიშლება. თუმცა ამის შესახებ Facebook-ი შეტყობინებას ავტორთან წინასწარ გაგზავნის.

    “მანამ ვიდრე თქვენი არქივის Live ვიდეოები წაიშლება, შეტყობინებას ელფოსტით და აპლიკაციაში მიიღებთ, ამის შემდეგ კი 90 დღე გექნებათ იმისთვის, რომ ჩამოტვირთოთ და შეინახოთ თქვენი მასალა“, - იტყობინება META.

    Details
    By rusa
    rusa
    Feb 19
    მსოფლიო

    დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს - ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.

    ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისგან „უამრავ დეზინფორმაციას“ აწყდება.

    „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის მიმართ სრული პატივისცემით, ის დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას მაღალი რეიტინგი აქვს და ამ ეტაპზე ლიდერის პოზიციაზე მისი შეცვლა ვერ მოხერხდება. ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას მაგალითისთვის მოიყვანა გამოკითხვის ის შედეგები, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ხალხის 58% მას ენდობა, როგორც ლიდერს.

    ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება მოჰყვა ტრამპის გამოსვლას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ზელენსკის რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა, ხოლო ხალხი დაიღალა.

    ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს „მტკიცებულება“, რომ დეზინფორმაცია 4%-იანი რეიტინგის შესახებ რუსეთის მიერ ვრცელდება და „ეს ციფრები აშშ-სა და რუსეთს შორის განიხილება“.

    Details
    By rusa
    rusa
    Feb 19
    მსოფლიო

    ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე, რომელიც წინამორბედი სანქციების მსგავსად, დაწესდება უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება.

    საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ოფიციალურად დაუჭერენ გადაწყვეტილებას მხარს 20 თებერვალს და ის ძალაში შევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს.

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ახალი შემზღუდავი ზომები ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთიდან ალუმინის პროდუქციის შესყიდვის ეტაპობრივ აკრძალვას. ასევე გამკაცრდება შეზღუდვები რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე. სავარაუდოდ, სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეგრეთ წოდებული “ჩრდილოვანი ფლოტის” 73 ტანკერს, რომლებიც, სავარაუდოდ, მოიხმარენ ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვების გვერდის ავლით.

    „შავ სიაში“ 13 ბანკი იქნება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციები შესაძლოა შეეხოს 15 რუსულ ბანკს, მათ შორის Uralsib-სა და Tochka-ს.

    მანამდე Sistema იტყობინებოდა, რომ სანქციების მოახლოებულ მე-16 პაკეტით ევროკავშირი დაუწესებს შეზღუდვებს Zolotaya Korona-ს ოპერატორს RNKO -გადახდის კონსტრუქტორის, რომელიც პოპულარულია გადარიცხვების სფეროში. ახალი სანქციები შეეხება რუსეთის მედია საშუალებებს, რაც ევროკავშირში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოხდება.

    ამის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც თავისი ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე წინა დღით, დაარწმუნა თავისი ევროპელი კოლეგები, რომ აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

    Details
    By Sali
    Sali
    Feb 19

    More Articles …

    1. დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ერთობლივი ინტერვიუ მისცეს Fox News-ს
    2. „ნუტელას“ შემქმნელი ფრანჩესკო რიველა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
    3. მეტროში გოგონებს ფოტოებს კაბისქვევიდან უღებდა - იაპონიაში ბირჟის შეფი დააკავეს
    4. "ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიისა და ხალხის ნების აღდგენას" - ილონ მასკი
    • 81
    • 82
    • 83
    • 84
    • 85
    • 86
    • 87
    • 88
    • 89
    • 90

    Page 86 of 217

    Popular Tags

    • fashion
    • beauty
    • model
    • Joomla

    Recent Post

    • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      By admin
      Oct 11

    Popular Posts

    • პოლიტიკა
      "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
      By rusa Nov 24
    versia.ge
    dacvis policia