Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" 15 თებერვალს, შუადღისთვის ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება მოსთხოვა.
ერთი დღით ადრე "ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 15 თებერვალს დაგეგმილი მძევლების გაცვლის გადადებას აპირებენ, რადგან ისრაელი ზავის პირობებს არ ასრულებს.
"ჰამასი" ისრაელს პალესტინელების ღაზას ჩრდილოეთში დაბრუნებაში ხელის შეშლაში და ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირებაში ადანაშაულებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა "ჰამასის" გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "სრული დარღვევა" უწოდა და ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინასა და რუსეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მალე გაემგზავრება კიევში. თეთრი სახლის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად როდის შედგება ვიზიტი.
მანამდე ტელეარხი CNN იტყობინებოდა, რომ კელოგის მოგზაურობა მომავალ კვირაში შედგება, ხოლო France-Presse ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვიზიტი 20 თებერვლისთვის არის დაგეგმილი.
ზელენსკის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსს შეხვდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს.
დონალდ ტრამპმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თითქმის სამწლიანი ომის სწრაფად დასრულების მოწოდებებით გამოვიდა, 10 თებერვალს Fox News-თან ინტერვიუში პასუხები გასცა კონფლიქტის შესახებ შეკითხვებს. სხვა საკითხებთან ერთად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინა „ერთ დღეს შესაძლოა რუსული გახდეს“. „ის შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გახდეს რუსული, ან არ გახდეს რუსული“, - თქვა ტრამპმა.
იმავე ინტერვიუში ტრამპმა გაიმეორა კიევისთვის ამერიკული დახმარების შესახებ თავისი შეთავაზება უკრაინის ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით, იშვიათ მიწათა ლითონების სანაცვლოდ. „ჩვენ გვექნება მთელი ეს ფული და მე ვამბობ, რომ მინდა მისი დაბრუნება. მე მათ ვუთხარი, რომ მინდა მივიღო ეკვივალენტი, მაგალითად, 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათ მიწათა ელემენტები“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ უკრაინელები არსებითად დათანხმდნენ ამას. „ასე რომ, სულ მცირე, ჩვენ თავს ბრიყვებად არ ვგრძნობთ“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპი, რომელმაც 20 იანვარს დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა, ამბობს, რომ ომის დასრულება სურს, მაგრამ არ ლაპარაკობს თავისი გეგმის დეტალების შესახებ. ორშაბათს Fox News-ის შეკითხვაზე, როგორია მოლაპარაკებების მაგიდასთან ორი მხარის დასმის პერსპექტივები, ტრამპმა თქვა, რომ ეს შესაძლებელია და რომ „უზარმაზარი პროგრესი“ იქნა მიღწეული გასულ კვირაში. „ჩვენ ვმუშაობთ როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან“, დასძინა მან.
გასული კვირის ბოლოს New York Post-ი ტრამპზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამერიკელი ლიდერის თქმით, პუტინმა მას უთხრა, რომ „სურს, შეწყდეს ხალხის სიკვდილი“, - ნათქვამია გამოცემაში. კრემლმა უარი თქვა სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციის დადასტურებაზე ან უარყოფაზე.
დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს ილაპარაკა კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების სასარგებლოდ, ოღონდ ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ. მაშინ მან აღნიშნა, რომ მას სურს, უკრაინიდან მიიღოს იშვიათ მიწათა მინერალები, როგორც იმ დახმარებისთვის გადასახადი, რომელსაც აშშ უწევს კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მინერალების შესაძლო მოპოვებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება განვითარდეს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში და მტერს უკან ახევინებენ თავიანთი იარაღით,“ განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს უსაფრთხოების მკაცრი გარანტიების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში. კიევი შიშობს, რომ ნებისმიერი დარეგულირება, რომელიც არ მოიცავს სერიოზულ სამხედრო ვალდებულებებს, როგორიცაა ნატოში გაწევრიანება ან სამშვიდობო ძალების განლაგება, კრემლს უბრალოდ დროს მისცემს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეტევისთვის.
- Details
- By Sali
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. დონალდ ტრამპმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დასანანია, რადგან ტარიფები არის გადასახადები, რაც ცუდია როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
„ევროკავშირის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ კონტრზომებს. ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშებს, ბიზნესსა და მომხმარებლებს“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
- Details
- By iaiaia
უკრაინა ერთ დღეს, შესაძლოა, რუსეთი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მათ, შესაძლოა, დადონ შეთანხმება, შესაძლოა – არა. შესაძლოა, ერთ დღეს რუსეთი გახდნენ ან, შესაძლოა – არა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მას მინერალები სურს.
„აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი ჩადო უკრაინის დახმარებაში. მე მათ ვუთხარი, რომ მსურს 500 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონები და ისინი დათანხმდნენ. ასე რომ, სულ მცირე, არ ვგრძნობთ თავს სულელებად“, – აღნიშნა ტრამპმა.
- Details
- By rusa
ედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოთხგზის გრემის გამარჯვებულმა, ედ შირანმა ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში ფანებისთვის პერფორმანსი გამართა, თუმცა მალევე მას გამოსვლა პოლიციამ შეაწყვეტინა, რადგან შესაბამისი ორგანოებისგან ქუჩაში ღონისძიების ჩატარების უფლება არ ჰქონდა მიღებული.
ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა ბრიტანელ მომღერალს ბანგალორის ქუჩაში სიმღერა შეაწყვეტინეს და გიტარა და მიკროფონი ჩამოართვეს.
მოგვიანებით ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმა შირანის გამოსვლის შეწყვეტის მიზეზი განმარტა. „იმიტომ შევაწყვეტინეთ, რომ ის ქუჩა ძალიან ხალხმრავალია და მუდმივად ვცდილობთ, იქ მოძრაობა არ შეჩერდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 87 of 206