Featured Articles
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ამ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ეწვევიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდები პრაქტიკულ სამუშაოზე კონცენტრირდნენ და მთავარ მოვლენებზე საერთო ხედვა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ამ კვირას პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრები ჩამოვლენ. სერიოზული ხალხია. უკრაინაში ჩემი გუნდის წევრები მათთან შეხვედრას, საუბარს გამართავენ, იმუშავებენ“, - ციტირებს მედია ზელენსკის.
ზელენსკის არ უთქვამს კონკრეტულად, თუ ვინ ჩამოდის უკრაინაში, თუმცა მანვე დასძინა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ის რიგ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. ტრამპმა განმარტა, რომ ტარიფი ეხება ყველა ქვეყანას, მაგრამ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს. ახალი ტარიფები 4 მარტიდან ამოქმედდება.
- Details
- By rusa
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აფერხებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
- Details
- By iaiaia
საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კუნძულ სანტორინიზე დახურულია სკოლები და ბაღები. საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 3 მარტამდეა გამოცხადებული.
26 იანვრის შემდეგ კუნძულზე და მის მიმდებარედ 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საერთო ჯამში, კუნძულზე დაახლოებით 15 000 ადამიანი ცხოვრობს.
საფრთხის გამო 11 000-ზე მეტმა ადამიანმა კუნძული უკვე დატოვა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 6 თებერვალს დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 5.2 მაგნიტუდა იყო.
- Details
- By iaiaia
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი გეგმის შესრულების შემთხვევაში, რაც აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის "დაუფლებას" ითვალისწინებს, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ ტელევიზია Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ექნებოდათ თუ არა პალესტინელებს ღაზის სექტორში დაბრუნების უფლება, ტრამპმა უპასუხა:
"არა, მათ არ ექნებოდათ [დაბრუნების უფლება], ვინაიდან ისინი უკვე გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნებოდნენ. მე აქ ვსაუბრობ მათთვის მუდმივი დასახლების აშენებაზე, ვინაიდან თუ ისინი იქ ახლა დაბრუნდებიან, წლები დასჭირდება [ღაზის რეკონსტრუქციას]. ვფიქრობ, მე შემიძლია შეთანხმების მიღწევა იორდანიასთან, ეგვიპტესთან [საკუთარ ტერიტორიებზე პალესტინელების დასახლების შესახებ]. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს მივცემთ ყოველწლიურად". - თქვა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ 1.9 მილიონი პალესტინელისთვის "მშვენიერ" და "უსაფრთხო" დასახლებებს მოაწყობდა, თუმცა ღაზისგან "ოდნავ მოშორებით".
"ჩვენ ავაშენებდით მშვენიერ დასახლებებს 1.9 მილიონი ადამიანისთვის, მშვენიერ და უსაფრთხო დასახლებებს. შეიძლება 5-ს, 6-ს, იქნებ, 2-ს, თუმცა ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს შევქმნიდით. ოდნავ მოშორებით, სადაც ისინი ახლა არიან, სადაც ამჟამად საფრთხე არსებობს. ამავდროულად, ის ჩემს მფლობელობაში იქნებოდა. შეხედე [ეუბნება ჟურნალისტს] ამას, როგორც მომავლისთვის უძრავი ქონების დეველოპმენტი. მშვენიერი მიწა იქნებოდა". - თქვა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა.
დამატებით, 9 თებერვალს, თვითმფრინავ Air Force One-ში, რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ ერთგულია ღაზის სექტორის ყიდვისა და მფლობელობის იდეისადმი, თუმცა, შესაძლოა, ტერიტორიის ნაწილები ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს აღადგენინოს.
"ღაზის ყიდვისა და მფლობელობისადმი ერთგული ვარ. რაც შეეხება მის ხელახლა აშენებას, შეიძლება, ახლო აღმოსავლეთში სხვა სახელმწიფოებს მივცეთ, რათა მისი ნაწილები ააშენონ, ეს შეიძლება სხვებმა ჩვენი მფარველობით გააკეთონ. თუმცა, ჩვენ ერთგულები ვართ მისი მფლობელობისადმი, დაუფლებისადმი და იმის უზრუნველყოფისადმი, რომ ჰამასი არ დაბრუნდეს". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ში ზოგიერთი პალესტინელი დევნილის შეშვებას განიხილავს, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.
"იქ არაფერი არ არის, რასაც შეიძლება, დაუბრუნდე. ეს ადგილი დანგრეული შენობების ადგილია. ნარჩენები დაინგრევა. ყველაფერი დანგრეულია". - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, 5 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".
ტრამპის ამ მეტად თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან.
რა გამოხმაურებები მოჰყვა ტრამპის განცხადებას, რომ აშშ ღაზას "დაეუფლება"?
ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.
"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.
"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები, სახლებში და უსაფრთხოდ, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ღაზის სექტორში ისრაელს სამი მიზანი აქვს: "ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის გამოშვების გარანტირება და უზრუნველყოფა იმის, რომ ისრაელისთვის ღაზა ვეღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს". - თქვა მან.
ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ტრამპს ღაზის საკითხი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. "ის [ტრამპი] განსხვავებულ მომავალს ხედავს ამ მიწისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმის კერა იყო, ამდენი გამოცდისა და ტანჯვის კერა. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ის თავის ხალხთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, ამას ისტორიის შეცვლა შეუძლია და ღირს, ამ გზას მივყვეთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.
- Details
- By Sali
More Articles …
- აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის პარლამენტის წევრი, ნიკოლაი ვალუევი
- "გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება, ვსაუბრობთ ორივე მხარესთან" - დონალდ ტრამპი
- ჯეი დი ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
- EasyJet-ის ჰურგადა-მანჩესტერის რეისზე პილოტმა გონება დაკარგა - თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა
Page 88 of 206