Featured Articles
დღეს კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები არიან „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერ არის დაფუძნებული.
2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს.
- Details
- By rusa
სამხრეთ მექსიკაში ავტობუსის კატასტროფის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ავტობუსში, რომელიც კანკუნი-ტაბასკოს რეისს ასრულებდა, 44 მგზავრი იმყოფებოდა.
ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალების დასადგენად ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობენ.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ესაუბრა. მას არ უთქვამს, თუ როდის ესაუბრა პუტინს, ან რამდენ ხანს გაგრძელდა სატელეფონო დიალოგი.ამის შესახებ პრეზიდენტმა The Post-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.
"პუტინს სურს, რომ ამ ბრძოლაში ხალხი აღარ იხოცებოდეს. 3-წლიანი ომი არასდროს მოხდებოდა ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო 2022 წელს. პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.
მე მაქვს ომის დასრულების გეგმა და იმედია რომ ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველ დღე კვდება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ამ საუბროს შესახებ არც კრემლს და არც თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია
- Details
- By rusa
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პატიმრები უკვე რამალაში იმყოფებიან, სადაც მათ საზეიმოდ დახვდნენ.
გათავისუფლებულებს შორის 70-ზე მეტი პირია, რომელიც უვადო ან გრძელვადიან სასჯელს იხდიდა, ხოლო 111 პატიმარი ისრაელის მიერ ომის პერიოდში დაკავებული პირი.
როგორც „ბიბისი“ წერს, შვიდი ყოფილი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკული.
მანამდე, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ამჟამად ისრაელში საავადმყოფოში იმყოფებიან.
ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან, 19 იანვრის შემდეგ, სულ 21 მძევალი და 566 პატიმარია გათავისუფლებული.
- Details
- By iaiaia
ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ფედერალური პროგრამა დაბლოკა.
შეჩერებულია ელექტრომობილების გასამართი სადგურების ქსელის შექმნა, რაზეც 5 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯულიყო.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ელექტრომობილების წარმოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. კომპანია „ფორდში“ წელს ხუთ მილიარდიან ზარალს პროგნოზირებენ.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 90 of 206