Featured Articles
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა საკვანძო ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ახალი ტარიფები არ გავრცელდეს.
ამერიკის საბაჟო სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, ნახევარგამტარებსა და მეხსიერების ბარათებზე აღარ გავრცელდება არც 10%-იანი გლობალური ტარიფები და არც ჩინური იმპორტისთვის დაწესებული 125- პროცენტიანი გადასახადები.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემა იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სტივ უიტკოფმა თეთრ სახლში შეხვედრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთისთვის გადაცემას. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ პოზიციას უკრაინა არაერთხელ შეეწინააღმდეგა.
სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში შეხვედრისას რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა სტივ უიტკოფის პოზიციასთან უთანმოება გამოთქვა.
- Details
- By rusa
ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
"ამას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ და ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ასე ყოვლისმომცველად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. ეს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს აგზავნის: ჩვენ არ დავუშვებთ ფინეთის დესტაბილიზაციას.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მინიმიზაცია გაგრძელდება შემდეგ ეტაპებზე. ჩვენ ვამზადებთ მთავრობის რეზოლუციას, რომელიც გამოავლენს ქვეყნებს, რომლებიც აგრესიულ ომს აწარმოებენ და რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას", - თქვა გინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
ჰაკანენი ამბობს, რომ ასევე მზადდება კანონმდებლობა უკვე შეძენილ უძრავ ქონებაში ჩარევის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.
- Details
- By iaiaia
"რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება, ათასობით ყოველ კვირას, საშნელ და უაზრო ომში - ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!".
- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სოციალურ ქსელში.
- Details
- By iaiaia
სატარიფო ომი გრძელდება. ჩინეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "საპასუხო" ტარიფების საწინააღმდეგოდ, აშშ-დან იმპორტზე გადასახადი 84%-დან 125%-მდე გაზარდა - ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის განცხადება დღეს გამოქვეყნდა.
მინისტრის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან ეს ბოლო საპასუხო ნაბიჯია და თუ აშშ ტარიფს კიდევ ერთხელ გაზრდის, პეკინი ამას დააიგნორებს.
"იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ ტარიფების ზრდას გააგრძელებს, ამას არავითარი ეკონომიკური აზრი არ ექნება და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში სასაცილო ისტორიად იქცევა. ამჟამინდელი ტარიფების ფონზე, ჩინეთში ამერიკული პროდუქტების იმპორტისთვის ბაზარი აღარ არსებობს. თუ შეერთებული შტატების მთავრობა ტარიფების გაზრდას გააგრძელებს, პეკინი ამას დააიგნორებს", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. (CNBC-ის თარგმანი)
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 145%-მდე გაზარდა. კერძოდ, ტრამპის მიერ დაწესებული 125%-იანი ტარიფი მანამდე არსებულ 20%-იან გადასახადს დაემატა, რომელიც თებერვლიდან მოქმედებს და ჩინეთიდან ფენტანილის შესაძლო იმპორტს უკავშირდება.
მიუხედავად მოვლენათა ასეთი ესკალაციისა, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ პეკინი მოლაპარაკებების გასახსნელად მზადაა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 10 of 204