Featured Articles
ევროკავშირის წარმომადგენლებმა აშშ-ში დაიქირავეს რესპუბლიკურ პარტიასა და ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოქმედ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ლობისტური კომპანია, რომელმაც ბრიუსელს კონსულტაცია უნდა გაუწიოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უცხოეთის აგენტების რეესტრში (FARA) 2024 წლის პირველ ნოემბერს წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ DCI Group AZ, L.L.C გაუწევს კონსულტაციას ევროკავშირის წარმომადგენლებს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთქმედების საკითხებში. აქცენტი გაკეთდება აშშ-ში ევროკავშირის ვაჭრობისა და ინვესტიციების წინ წაწევაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირთან სავაჭრო პოლიტიკას უსამართლოს უწოდებს და გამოთქვამს სურვილს, რომ ევროპელებმა მეტი ამერიკული ბუნებრივი აირი, ავტომობილები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეისყიდონ.
როგრც მედია წერს, DCI Group-ი კარგად არის ცნობილი ვაშინგტონში. 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპმა ამ კომპანიის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმ მერფი ეროვნული პოლიტიკური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა.
ცნობისთვის, DCI Group-ი 1996 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მუშაობდა, მათ შორის, მიანმარის სამხედრო ხუნტისა და აშშ-ში აზერბაიჯანის ინტერესების წინ წაწევაზე.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობას უკრძალავს.
ეს მეოთხე აღმასრულებელი ბრძანებაა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტმა 20 იანვრიდან, თანამდებობის დაკავების შემდეგ ხელი მოაწერა.
„ამ აღმასრულებელი ბრძანებით ომი ქალთა სპორტზე დასრულებულია. ამ მომენტიდან ქალთა სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა, შესაძლოა, მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარადგინოს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, წყაროს ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, კონფერენციაზე წარადგენს. წყაროები არ აკონკრეტებენ პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიების ფორმატს და სიღრმეს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის გეგმა მოიცავს კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, რათა რუსეთის თავდასხმა არ განმეორდეს. Bloomberg-ი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის შეიძლება იყოს ეს გარანტიები.
ამასთან, კელოგმა დაადასტურა თავისი მონაწილეობა კონფერენციაში და დაწერა: "როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, მოუთმენლად ველი საუბარს დონალდ ტრამპის მიზნებზე, დაასრულოს სისხლიანი და ძვირადღირებული ომი უკრაინაში".
მანამდე, 1 თებერვალს Fox News-თან საუბრისას, კელოგმა განაცხადა, რომ ტრამპს აქვს "სანდო გეგმა" ომის დასასრულებლად, რომელიც გულისხმობს "ზეწოლას არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ კიევზეც" და ორივესთვის პოზიტიური ინიციატივების შეთავაზებას.
ასევე, ცნობილია, რომ კელოგი ასევე ეწვევა უკრაინას ამ თვის ბოლოს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის.
- Details
- By Sali
,,ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში, ისრაელი უერთდება აშშ-ს და არ მიიღებს მონაწილეობას UNHRC-ის მუშაობაში”, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გედეონ საარი X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, UNHRC-ი ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და დემონიზაციას უწევს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას – ისრაელს.
გედეონ საარი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიიღეს ასზე მეტი რეზოლუცია, რომელიც ქვეყანას გმობს.
,,ეს წარმოადგენს საბჭოში მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტს – იმაზე მეტს, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელას წინააღმდეგ ერთად. ისრაელი აღარ მიიღებს ამ დისკრიმინაციას!”, – წერს მინისტრი.
- Details
- By Sali
პუტინი ბელარუსის ომში ჩათრევას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ბელარუსში ჯარების განთავსებას და ამ ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს.
„პუტინის ამბიციებით და იმით, რასაც დღეს ვხედავთ – ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი არ შეჩერდეს. ეს ფაქტია. ის ამ გზას გააგრძელებს და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამის შესახებ ვაფრთხილებ, სრულიად ღიად, გულწრფელად – მესმის, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, ის სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს. შესაძლოა, პოლონეთი იყოს შემდეგი ან ბალტიის ქვეყნები. და ეს უბრალოდ მორიგი რიტორიკა არ არის. თქვენ ნახავთ გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ის ძალებს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, ბევრმა ევროპელმა და შესაძლოა აშშ-მაც თქვას, რომ ეს დაშინებაა.
„ეს არის პოლონეთის დაშინება, ლიეტუვის დაშინება და ჩვენი სხვა ბალტიის პარტნიორების დაშინება. მაგრამ თქვენ ნახავთ – ის ყველაფერს გააკეთებს მათ ჩასათრევად. ის იფიქრებს, როგორ მოახდინოს მათი პროვოცირება. არ ვიცი, იქნება თუ არა შეჭრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამგვარად ჩაითრევს ბელარუსს ომში. თუმცა, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა რაკეტებით დაბომბეს – ისინი უკვე იყვნენ ამ ომში, მაგრამ მათი ხალხი არა და მათი ჯარი არა, ჯერჯერობით, მაგრამ პუტინს ეს ძალიან უნდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პუტინის შესაჩერებლად. ზელენსკის თქმით, ევროპელებმა თავდაცვის ხარჯები დღესვე უნდა გაზარდონ.
„თუ არ გსურთ მომავალში მთელი ბიუჯეტის თავდაცვაზე დახარჯვა, დახარჯეთ დღეს ის პროცენტი, რაც დღეს არის საჭირო. ასეთი ნაბიჯებით გააძლიერეთ თქვენი თავდაცვა. უკრაინის მხარდაჭერა – ეს არის თქვენი თავდაცვის ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
- Details
- By ani
More Articles …
- მინდა, რომ ირანი იყოს დიადი და წარმატებული ქვეყანა, მაგრამ ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ექნება ბირთვული იარაღი - ტრამპი
- 7 თებერვალს კანადა-აშშ-ის ეკონომიკური სამიტი გაიმართება
- რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
- 2025 წლის "გრემის" დაჯილდოება - ხმაურიანი "წითელი ხალიჩა" და დაუვიწყარი მომენტები ლოს-ანჯელესში
Page 94 of 206