Featured Articles
მე მინდა, რომ ირანი იყოს დიადი და წარმატებული ქვეყანა, მაგრამ ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ექნება ბირთვული იარაღი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ისრაელთან ერთად აპირებს ირანის განადგურებას, ძალიან გაზვიადებულია. მე ბევრად მირჩევნია დამოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ირანს მშვიდობიანად ზრდის, აყვავების საშუალებას მისცემს. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მასზე მუშაობა. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By ani
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ ტორონტოში 7 თებერვალს კანადა-შეერთებული შტატების ეკონომიკური სამიტი გაიმართება.
ამის შესახებ ნათქვამია ჯასტინ ტრიუდოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით თანახმად, კანადა- შეერთებული შტატების ეკონომიური სამიტი დაეფუძნება პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებულ კანადა-აშშ-ის ურთიერთობების საბჭოზე და ერთად შეკრებს კანადელ ლიდერებს ვაჭრობიდან, ბიზნესიდან, საჯარო პოლიტიკისა და პროფკავშირებიდან.
თავიანთი დარგობრივი გამოცდილების გამოყენებით, ლიდერებო შეისწავლის გზებს, ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის, ქვეყნის შიგნით შენებისა და ვაჭრობის გამარტივებისთვის, ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის და პროდუქტიულობის აღდგენისთვის.
„სამიტზე განხილული იქნება პარტნიორებს შორის კოორდინაციის, თანამშრომლებისა და ურთიერთთავსებადობის ზრდა. კანადა-აშშ-ის ეკონომიკური სამიტი არის კანადის საუკეთესო გუნდი. ჩვენ ერთად შევკრებთ პარტნიორებს ბიზნესიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და პროფკავშირებიდან, რათა ვიპოვოთ გზები ეკონომიკის გასაცოცხლებლად, მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და ხელფასების გასაზრდელად, ჩვენი საზღვრების შიგნით შენებისა და ვაჭრობის გასამარტივებლად და ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის. ჩვენ გვინდა, ბიზნესმა, ინვესტორებმა და დასაქმებულებმა კანადა აირჩიონ“, – აცხადებს ჯასტინ ტრიუდო.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური სამიტის გამართვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დონალდ ტრამპმა 30 დღით გადაავადა კანადისთვის და მექსიკისთვის იმპორტზე 10 %-იანი ტარიფების ამოქმედება.
- Details
- By ani
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 150-150 სამხედრო ტყვე გადასცეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, რუსეთიდან დაბრუნებულ უკრაინელ დამცველებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები, სადესანტო-მოიერიშე და სახმელეთო ჯარების წევრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის წევრები და სამართალდამცველები.
„ყველა მათგანი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდანაა, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო: ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ. ზოგიერთი მათგანი ტყვეობაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა“ – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ტყვეების დაბრუნების პროცესის მხარდაჭერისთის მადლობას უხდის პარტნიორებს, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
უკრაინიდან 150 სამხედრო ტყვეს დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ტყვეების დაბრუნებაში ჰუმანიტარული შუამდგომლობა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.
- Details
- By ani
ლოს-ანჯელესში გრემის 67-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას ტრადიციულად კრიპტო-არენამ უმასპინძლა.
ღონისძიება ლოს-ანჯელესში ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების შეგროვებას და პირველად დახმარებაში ჩართული გმირ მეხანძრე-მაშველებს მიეძღვნა.
გრემის დაჯილდოების ცერემონია უკვე მეხუთედ კომიკოსი და მსახიობი, ტრევორ ნოამ წაიყვანა.
დაჯილდოების ნომინაციების ლიდერი ბიონსე იყო, მისი ალბომი „კოვბოი კარტერ“ 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
ბიონსეს შემდეგ 7-7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი და Post Malone. და 6-6- ნომინაციით – ტეილორ სვიფტი, ჩაპელ რონი და საბრინა კარპენტერი.
კენდრიკ ლამარმა "გრემის" 5 ქანდაკება დაიმსახურა. Charli XCX და საბრინა კარპენტერი კი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელნი პირველად გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს დაჯილდოება განსაკუთრებულ ყურადღებას ახალ არტისტებზე ამახვილებს. წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინანტებიდან შვიდი: ბენსონ ბუნი, ჩაპელ როანი, დოჩი, რეი, საბრინა კარპენტერი და ტედი სვიმსი – სცენაზე გამოვლენ. მერვე ნომინანტი, Khruangbin, ჯერ შემსრულებლად არ დასახელებულა.
გრემის დაჯილდოებაზე სხვა შემსრულებლებს შორის არიან: ბილი აილიში (რომელმაც წლის საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო ხუთი წლის წინ მოიპოვა), ლედი გაგა და ბრუნო მარსი, Charli XCX და შაკირა. ლედი გაგასა და ბრუნო მარსის გამოსვლა პარასკევს, ხმის აკადემიის სოციალურ ქსელებში დაანონსდა და ის „ლოს ანჯელესსა და ხანძრისგან დაზარალებულებს“ მიეძღვნება.
67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებას მეოთხე წელია, რაც Fulwell 73 Productions უწევს პროდიუსინგს Recording Academy-სთვის. დაჯილდოების ცერემონიის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ბენ უინსტონი, რაჯ კაპური და ჯესი კოლინსი.
ძირითადი ნომინაციების და გამარჯვებულების სრული სია:
წლის ალბომი
ბიონსე – Cowboy Carter
წლის ჩანაწერი
ქენდრიქ ლამარი – Not Like Us
წლის სიმღერა
ქენდრიქ ლამარი – Not Like Us
წლის ახალი არტისტი
ჩაპელ როანი
საუკეთესო სოლო პოპ პერფორმანსი
საბრინა კარპენტერი – Espresso
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი
საბრინა კარპენტერი – Short n’ Sweet
დუეტისა თუ ჯგუგიფის საუკეთესო პოპ პერფორმანსი
ლედი გაგა და ბრუნო მარსი – Die With a Smile
საუკეთესო რეპ ალბომი
Doechii – Alligator Bites Never Heal
საუკეთესო რეპ პერფორმანსი
ქენდრიქ ლამარი – Not Like Us
საუკეთესო ქანთრი ალბომი
Beyoncé – Cowboy Carter
საუკეთესო როკ ალბომი
The Rolling Stones – Hackney Diamonds
საუკეთესო როკ პერფორმანსი
The Beatles – Now and Then
საუკეთესო არენბი ალბომი
კრის ბრაუნი – 11:11 (Deluxe)
- Details
- By ani
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი კიევში ჩავიდა ორმხრივი თანამშრომლობისა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ ვისაუბრებთ შემდგომ თანამშრომლობაზე და ერთობლივ პროექტებზე უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მადლიერი ვარ, რომ გაერთიანებული სამეფო ყოველთვის ჩვენთან არის ამ რთულ დროს“, – წერს ზალუჟნი სოციალურ ქსელში.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- „მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა...“ბოლო ცნობები საბერძნეთიდან
- ზელენსკის მონაცემებით, რუსეთთან ომში დაღუპულია 45 100 უკრაინელი მებრძოლი
- ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რითაც ირანზე ,,მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა
- შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა
Page 95 of 206