Featured Articles
სანტორინზე მიმდინარე მოვლენები მთელი საბერძნეთის ყურადღების ეპიცენტრშია.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა და ათენისკენ გაემართა, რადგან შიშის გამო სახლებში დარჩენა არ შეუძლიათ. ექსპერტები ყველანაირ სცენარს ღიას ტოვებენ და ეფთიმიოს ლეკასის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება ძირითადი მიწისძვრის მოხდენა, მით უფრო იზრდება შანსი, რომ ის უფრო ძლიერი იყოს.
ყველაზე უარესი სცენარი, ალბათ, არის, რომ მოხდეს 6 ბალიანი მიწისძვრა, მაგრამ არც გარანტიები არსებობს, რომ ნამდვილად ასეთი ძლიერი იქნება.
„სანტორინის მკვიდრები არ უნდა იყვნენ პანიკაში, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მიზეზი, რომ გავიქცეთ, არ გვაქვს. უბრალოდ, ემოციურად რთულია, როდესაც ბიძგები გაუჩერებლად გვაქვს და გასაგებია ხალხის აღელვება. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ვადგენთ სეისმურ ხარვეზებს,“ - აცხადებს ლეკასი.
სანტორინისა და ამორგოს ტერიტორია იანვრიდან მოყოლებული აქტიურია სეისმურად, თუმცა, ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძგების ძალა უკიდურესად დიდია.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ახალი რიცხვი, რომელიც, მისივე მტკიცებით, თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.
ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს, ღამით YouTube-ზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, დაკარგულად მიჩნეულების და დატყვევებულების რიცხვი კი დაზუსტებული არ არის.
რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს, ზელენსკის თანახმად, მოკლულია დაახლოებით 350 000 სამხედრო, დაჭრილია 600 000-700 000 და დაკარგულად ითვლება 50 000-70 000.
ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის. უკრაინა და რუსეთი რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას თავიანთი დანაკარგების შესახებ.
2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაღუპულია 43 000 და დაჭრილია 370 000 უკრაინელი სამხედრო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მონაცემები რეალობას არ ასახავდა.
რაც შეეხება მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში დაიღუპა 12 456 და დაიჭრა 28 382 მშვიდობიანი მოქალაქე.
ეს მონაცემები რეალობას არ ასახავს, რადგან უცნობია ომის მსხვერპლთა რიცხვი უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
- უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
- პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
- Details
- By Sali
Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე ,,მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ,,მერყეობდა” ბრძანების მოწერაზე და ,,არ გაუხარდა ამის გაკეთება”. მისივე თქმით, ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ძალიან მკაცრია ირანის მიმართ.
კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს ,,მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა” განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
- Details
- By Sali
შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა გარდაცვლილი შენობაში აღმოაჩინეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მამაკაცი მარტო მოქმედებდა და სავარაუდოდ, ისიც მსხვერპლთა შორისაა. პოლიცია ამჟამად დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს.
ამ დროისთვის გამოძიება ტერორისტულ მოტივს გამორიცხავს.
შემთხვევა სტოკჰოლიმიდან 200 კმ-ის დაშორებით, ორებროს დასახლებაში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.
- Details
- By iaiaia
ყაზახეთმა 25 დეკემბერს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. ყაზახური მედიის თანახმად, შემონახული ფრაგმენტების პირველმა შემოწმებამ გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ზომისa და ფორმის დაზიანება ლითონის უცხო ობიექტებით, ფიუზელაჟის კუდის ნაწილში, საჰაერო ხომალდის ვერტიკალურ სტაბილიზატორზე, სიმაღლისა და მიმართულების საჭეზე.
წინასწარი მოხსენების თანახმად, დაზიანებები ნაპოვნია თვითმფრინავის მარცხენა ძრავზე და თვითმფრინავის მარცხენა ფრთაზე, ასევე თვითმფრინავის აგრეგატებსა და კომპონენტებზე.
ყაზახეთის წინასწარი ანგარიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის მიხედვით, ყაზახურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰიდრავლიკა და ელექტროგაყვანილობა დაზიანდა დედამიწასთან შეჯახებამდე, ალბათ გარე ობიექტების გამო.
25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. თვითმფრინავში 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. გამოძიებას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად, ყაზახეთის ხელმძღვანელობს. სამუშაოებში მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და რუსეთის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და კომპანია „ემბრაერის” წარმომადგენლები. ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა სახელდება. 28 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი მოხდა რუსეთის საჰაერო სივრცეში. აზერბაიჯანული მხარის შეფასებით, თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემა გროზნოში რადიოელექტრონული ომის საშუალებებმა დაბლოკა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 96 of 206