Featured Articles
შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევა სტოკჰოლიმიდან 200 კმ-ის დაშორებით, ორებროს დასახლებაში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, სკოლის პერიმეტრთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
- Details
- By iaiaia
ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ტარიფებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპის მიერ დაწესებული დამატებითი 10%-იანი ტარიფები ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე დღეიდან შევიდა ძალაში.
ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დააწესებს 15%-იან ტარიფებს ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე, ასევე 10%-იან ტარიფებს ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და გარკვეული ტიპის ავტომობილებზე.
როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.
- Details
- By iaiaia
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათი ლითონები. სააგენტოების, Reuters-ის და AFP-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 3 თებერვალს, თეთრ სახლში განუცხადა.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მსგავსი გარიგება სურთ, რათა უკრაინის მხრიდან გათანაბრდეს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული თითქმის 300 მილიარდი დოლარის დახმარება. დონალდ ტრამპის თანახმად, უკრაინა ამისთვის მზად არის.
როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოა, რომ იშვიათ ლითონებში ტრამპი არ გულისხმობდა მხოლოდ ამ კატეგორიაში შემავალ 17 მეტალს და ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენა. უკრაინაში მოიპოვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ურანი, ტიტანი და ლითიუმი, თუმცა ისინი იშვიათი ლითონების ჩამონათვალში არ შედიან.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2024 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ურანის, ტიტანის და ლითიუმის მოპოვების ინვესტირების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლება ტრამპის განცხადებას არ გამოხმაურებია. ამასთან, ის გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მყოფმა შოლცმა თქვა, რომ ეს ეგოისტობა და ეგოცენტრულობა იქნება, რადგან უკრაინას თავისი რესურსები ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად დასჭირდება.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩევამდე დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების გამო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი უწოდებდა საუკეთესო მოვაჭრეს, რომელსაც აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.
- Details
- By Sali
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს.
გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა მნიშვნელოვან შეცდომად დაასახელა დასავლეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გაწევა.
„საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო ვარიანტი. დღეს უკრაინის დახმარების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უფრო ადვილი იყო. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არასაკმარისი იარაღი მიაწოდა.
„არანაირი იარაღი არ იქნებოდა საკმარისი. დასავლეთს ამ ომის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ უკრაინაში თავის ჯარისკაცებს გააგზავნის. ეს კი გამოვრიცხეთ. უკრაინელებს უბრალოდ არ ჰყავთ საკმარისი ჯარისკაცები. აი, რატომ არის ახლა ტრამპი საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინი დაკავებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევს.
„არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულაციებს, მაგრამ ახლა დიპლომატია გვჭირდება. ევროპელები მიიჩნევენ, რომ მორალურად არ არის სწორი მოლაპარაკებების წარმოება. ეს აბსურდია. ეს არის ის, რაც ომში უნდა გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“, – განაცხადა ორბანმა.
- Details
- By iaiaia
ბელგიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. არჩევნებიდან თითქმის რვა თვის შემდეგ „ახალი ფლამანდური ალიანსის“ ლიდერმა, ბარტ დე ვივერმა და მის მიერ დაკომპლექტებულმა მომავალმა მინისტრთა კაბინეტმა მეფე ფილიპეს წინაშე ფიცი დადეს.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც ახალი კოალიცია ოფიციალურად შეიქმნება.
ბელგიაში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ივნისში გაიმართა. ივლისიდან მოყოლებული ბარტ დე ვივერი ხუთპარტიული კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევა 31 იანვარს მოხერხდა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 97 of 206