Featured Articles
თურქეთში, ქალაქ შანლიურფას ბირეჯიკის რაიონში, სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც სატვირთო და რამდენიმე სხვა სატრანსპორტო საშუალება ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
- Details
- By Sali
Forbes-ის ინფორმაციით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა.
მისი თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ტრამპს ამ თემაზე და USAID-ის დახურვაზე ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“. ტრამპმა თქვა, კი.
„შესაბამისად, ჩვენ მას ვხურავთ“, – აღნიშნა მასკმა.
- Details
- By Sali
USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.
„USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ. შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტრამპმა.
- Details
- By iaiaia
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომზე მოლაპარაკებების წარმოება უკრაინის გარეშე „ძალიან საშიში“ იქნება.
"რუსეთს არ სურს, მონაწილეობა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ან განიხილოს რაიმე დათმობა, რომელსაც კრემლი განმარტავს, როგორც დანაკარგს იმ დროს, როდესაც მის ძალებს უპირატესობა აქვთ ბრძოლის ველზე.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა რუსეთის ენერგეტიკულ და საბანკო სისტემებზე სანქციებით და უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერით.
ვფიქრობ, ეს არის მომავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
- Details
- By rusa
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
როგორც BBC წერს, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დაწესდა, ჩინეთიდან იმპორტზე - 10% ტარიფი, ხოლო კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს.
თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 98 of 206