Featured Articles
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს სურს, უკრაინამ პოტენციურად წლის ბოლოს და განსაკუთრებით რუსეთთან ზავის მიღწევის შემთხვევაში, არჩევნები გამართოს. ამის შესახებ გამოცემასთან ინტერვიუში უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ისაუბრა.
კელოგის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც რუსეთთან ომის პერიოდში სამხედრო მდგომარეობის საფუძველზე დროებით გაუქმდა, "უნდა ჩატარდეს".
"დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა ომის დროს არჩევნებს ატარებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათაც ასე იმოქმედონ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის სილამაზე, როცა შენ ერთ ადამიანზე მეტი [პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი] გყავს". - თქვა კელოგმა.
ტრამპსაც და კელოგსაც უთქვამთ, რომ ისინი გეგმაზე მუშაობენ, რათა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისთვის აუცილებელი მოლაპარაკებების პროცესში უშუამდგომლონ. თუმცა მათ არ თავიანთი სტრატეგიის დეტალებზე არ უსაუბრიათ ან კონკრეტულ დროზე, როდესაც თავიანთი გეგმას გამჟღავნებას აპირებენ.
ჯერჯერობით, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე ტრამპს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, Reuters-ის ანონიმური წყაროების ცნობით, კელოგი და თეთრი სახლის სხვა მაღალჩინოსნები, რუსეთსა და უკრაინის საწყისი ზავის მისაღწევად განიხილავენ უკრაინის დაყოლიებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ასევე მსჯელობენ, მუდმივი შეთანხმების მიღწევამდე, აიძულონ თუ არა მხარეები, დადონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საწყისი შეთანხმება. მათი თქმით, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა, გამარჯვებული კანდიდატი იქნებოდა პასუხისმგებელი მოსკოვთან გრძელვადიანი პაქტის დადების შესახებ მოლაპარაკებებზე.
უცნობია, რა რეაქცია ექნება კიევს ტრამპის წინადადებაზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქამდე უთქვამს, რომ რომ უკრაინას შეუძლია მიმდინარე წელს არჩევნები გამართოს იმ შემთხვევაში, თუ ომი შეწყდება და ქვეყანა უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს მიიღებს, რათა რუსეთი საომარი მოქმედებების ხელახლა დაწყებისგან შეაჩეროს.
კელოგმა Reuters-ს უთხრა, რომ ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაციას ოფიციალური მოთხოვნა წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების შესახებ კიევისთვის არ წაუყენებია.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2022 წლის თებერვლიდან ქვეყანაში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, რომლის დროსაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩატარდება.
- Details
- By Sali
31 იანვრის საღამოს რუსეთის არმიამ დაარტყა უკრაინის სამხრეთის სანავსადგურო ქალაქის, ოდესის ისტორიულ ცენტრს, არიან დაშავებულები, დაზიანდა ისტორიული შენობები.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ადგილობრივი ადმინისტრაციის მეთაურმა ოლეგ კიპერმა. მისი ინფორმაციით, ყველა მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. არავინ დაღუპულა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ ნორვეგიელი დიპლომატები.
ამ იერიშის დროს რამდენიმე შენობა დაზიანდა არეალში, რომელსაც იუნესკო იცავს: მათ შორის, ოთხი მუზეუმი, ფილარმონია და ისტორიული სასტუმრო „ბრისტოლი“, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა.
- Details
- By Sali
„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ისინი ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მძევლები თავდაპირველად „წითელ ჯვარს“ ქალაქ ხან იუნისში გადასცეს, რომელმაც გათავისუფლებული ადამიანები ღაზის სექტორში, ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზაზე მიიყვანა.
პირველადი ფიზიკური და მენტალური შემოწმების შემდეგ ყოფილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
დღესვე მოსალოდნელია მესამე მძევლის გათავისუფლებაც.
- Details
- By Sali
ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უბანში მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე პაციენტი ბავშვი, მისი დედა და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
ისინი აშშ-დან მექსიკაში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, 6-ვე დაღუპულია.
"ამ დროისთვის, ჩვენ ვერ დავადასტურებთ გადარჩენილებს", - თქვა საჰაერო სასწრაფო დახმარების კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.
- Details
- By Sali
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 2 თებერვალს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უმასპინძლებს.
ორი ლიდერის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები იქნება.
- Details
- By rusa
More Articles …
- ტრამპის პოზიციაა, უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს - მარკო რუბიო
- ესპანეთში, იარაღის ქარხანა Rheinmetall-ში აფეთქება მოხდა - გასულ წელს რუსეთი საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობას გეგმავდა
- META-მ რეკორდული მოგება და შემოსავალი მიიღო
- ნაპოვნია ვაშინგტონთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები“ და 40 ცხედარი
Page 99 of 206