Featured Articles
ექვსი ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. ვერტმფრენი ქალაქის ცენტრის მახლობლად, მდინარე ჰუდსონში ჩამოვარდა. კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 10 აპრილს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ პილოტი და ხუთი მგზავრი, მათ შორის სამი ბავშვი. მგზავრები ესპანეთიდან ჩასული ტურისტები, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, კატასტროფას ემსხვერპლნენ კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი და მისი ოჯახის წევრები.
ვერტმფრენი ეკუთვნოდა ფირმა New York Helicopters-ს, რომელიც ტურისტებისთვის აწყობს ფრენებს ნიუ-იორკის თავზე.
- Details
- By iaiaia
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა.
ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა და როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრინცმა უკრაინა დატოვა.
სასექსის ჰერცოგი ჰარი უკრაინის ქალაქ ლვოვში ესტუმრა ცენტრს Superhumans, სადაც რეაბილიტაციას გადიან რუსეთთან ომში დაჭრილი სამხედროები.
BBC-ს ცნობით, პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა თავისი საქველმოქმედო ფონდის, Invictus Games-ის მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშების მონაწილე ოთხი ვეტერანის თანხლებით.
ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.
თავად პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.
- Details
- By iaiaia
დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას 580 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 350 მილიონ ფუნტს, ხოლო ნორვეგია დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს.
ახალი პაკეტი უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას, ასევე რადარულ სისტემებს, ნაღმებსა და ასობით ათას დრონს.
„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მუშაობა უმნიშვნელოვანესია უკრაინის რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში ჩასაყენებლად და პუტინზე ზეწოლის გასაზრდელად, რათა დავეხმაროთ მას ამ საშინელი ომის დასრულებაში. ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდობის საფრთხის ქვეშ დაყენება იმით, რომ დავივიწყოთ ომი, ამიტომაც დღევანდელი მნიშვნელოვანი პაკეტი გაზრდის მხარდაჭერას უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლისთვის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევა.
„ვნახოთ, რა მოხდება ჩინეთთან. ძალიან გვინდა, რომ შევძლოთ შეთანხმებაზე მუშაობა. მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით. მათ გაგვძარცვეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ. ის, ჭეშმარიტი გაგებით, დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, საბოლოოდ ისეთ რამეს მივაღწევთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველი ამას“, - დასძინა მან.
- Details
- By rusa
უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ბრინკმა კოლეგებთან გამომშვიდობება უკვე დაიწყო.
ერთი ამერიკელი ოფიციალური თქმით, მისი გადადგომა გამოწვეულია პირადი და პოლიტიკური პრობლემების კომბინაციით, მათ შორის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დაეშალა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 11 of 204