Featured Articles
ვაშინგტონში, სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა, Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, სადაც არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ.
- Details
- By Sali
ვაშინგტონში, სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა, Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, სადაც არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო.
„თვითმფრინავი დაშვებისთვის იდეალურ და ჩვეულებრივ ტრაექტორიაზე იყო. ვერტმფრენი დიდ ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავზე მიფრინავდა. ნათელი ღამე! თვითმფრინავს ჩართული ჰქონდა შუქები, რატომ არ წავიდა ვერტმფრენი ქვემოდ ან ზემოდ, ან არ მობრუნდა? რატომ არ უთხრა სადისპეტჩერო კოშკურამ ვერტმფრენს, რა უნდა გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეკითხებოდა, ხედავდა თუ არა თვითმფრინავს? ეს ცუდი მოვლენაა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. არ კარგი არ არის“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
- Details
- By ani
საჯარო გამოკითხვის თანახმად, გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა არ სურს. Verian-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გრენლანდიელების მხოლოდ 6% ემხრობა აშშ-ის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო 6% გადაუწყვეტელია.
მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორია - გრენლანდია ამერიკის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამიტომ, მან დანიის ხელისუფლებას მოუწოდა, სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე კონტროლი ამერიკას დაუთმოს. ამ განცხადებას, დანიის მხრიდან პროტესტი და, როგორც ჩანს, კუნძულის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების მიუხედავად, ამერიკის კონგრესში დაიწყეს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ქვეყნის მიერ გრენლანდიის გამოსყიდვას გულისხმობს. თუ კონგრესმა ეს კანონპროექტი მართლა მიიღო, დონალდ ტრამპი დანიის სამეფოსთან ამ თემაზე ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნის უფლებას მიიღებს. თუკი აშშ-ის პრეზიდენტი დანიისგან თანხმობას მიიღებს, ის ვალდებული იქნება გადაწყვეტილების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ხუთი დღის განმავლობაში აცნობოს.
ტრამპმა გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე 2019 წელს დაწყებული საუბარი ბოლო პერიოდში გააცოცხლა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის გრენლანდიის ყიდვა სურს. გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომელიც დღეს დანიის შემადგენლობაში შედის და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ის დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან იქ ამერიკული სამხედრო ბაზა და რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს.
სამხედრო დანიშნულების ამერიკული ობიექტების არსებობის გარდა, გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კუთხითაც. გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ძევს, მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომლის ფართობი 2.2 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამ მაჩვენებლით, ტერიტორიულ ერთეულებს შორის გრენლანდია მეათე ადგილს იკავებს და ფართობით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, უკრაინა, საფრანგეთი და ესპანეთი.
თუმცა უკიდეგანო ფართობის მიუხედავად, გრენლანდიის ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული, რაც იქ არსებულ კლიმატს უკავშირდება, რომელიც მაქსიმალურ პირობებში -66°C აღემატება. ყინულის გამო, გრენლანდიაზე დედამიწის მტკნარი წყლის რეზერვის 8% არის კონცენტრირებული, მაგრამ გლობალური დათბობის გამო, რომელიც კუნძულზე უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე სხვა ადგილებში, გრენლანდიაზე არსებული ყინული სწრაფად დნება. გეოგრაფიულად, გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკას მიეკუთვნება, მაგრამ ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის.
დანიისგან გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე დონალდ ტრამპმა პირველად 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, მაგრამ იმ დროს ეს ნათქვამი სერიოზულად არავინ აღიქვა, ხოლო დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იდეა აბსურდული იყო, ხოლო კუნძული არ იყიდებოდა.
გრენლანდია, მართალია, დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, მაგრამ კუნძულს საკუთარი ავტონომიური მთავრობა ჰყავს, რომელიც 2009 წლის აქტით შეიქმნა. მიმდინარე წელს, გრენლანდიამ საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კუნძულს, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკასთან მინერალების ვაჭრობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო საკითხებში საკუთარი როლის გაზრდა სურს.
- Details
- By ani
სირიელ მეამბოხეთა ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა „გარდამავალი პერიოდის მთავრობის“ მოქმედების დროს. ამის შესახებ იტყობინებიან „ალ-არაბია“ და სხვა ახლოაღმოსავლური მედიასაშუალებები.
ალ-შარაა, რომელიც ასევე მოჰამად ალ-ჯულანის სახელითაც არის ცნობილი, არის პროთურქული ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელი. ეს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში. ის სათავეში ედგა სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხებას 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში.
ასადის მთავრობა ჩამოაგდეს. თავად ასადი მოსკოვში გაიქცა, ალ-შარაა კი სირიის დე ფაქტო მმართველი გახდა.
ასადის გაქცევის შემდეგ ალ-შარაამ განაცხადა, რომ გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც მონაწილეობდნენ ასადის ჩამოგდებაში, უნდა დაიშალოს, მათმა მონაწილეებმა კი სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა დაიკავონ ადგილები. ასევე დაითხოვეს ყოფილი არმია და უსაფრთხოების სამსახურები.
სირიის 2012 წლის კონსტიტუცია გაუქმდა. ახალი კანონმდებლობა გარდამავალმა მთავრობამ უნდა შექმნას.
ალ-შარაამ განაცხადა, რომ „გარდამავალი პერიოდის“ შემდეგ სირიის მუდმივი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების შედეგად, მაგრამ არ დაუზუსტებია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს „გარდამავალი პერიოდი“.
სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გეირ პედერსენი დეკემბერში ჩავიდა ვიზიტით დამასკში, სადაც შეხვდა ახალ ხელმძღვანელებს.
მან ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა: „არის იმედი, დავინახოთ ახალი სირიის დასაწყისი“.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 101 of 206