Featured Articles
ავიაკატასტროფა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან.
გასულ ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კატასტროფის რაიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც კატერები და მყვინთავები მონაწილეობენ.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
სააგენტო AP სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის დისპეტჩერებს სთხოვა დასაფრენი ზოლის შეცვლა და თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დისპეტჩერები ვერტმფრენს გზის დასათმობად დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეტაკება მოხდა.
სამგზავრო თვითმფრინავი კანზასის შტატიდან ასრულებდა უიჩიტა-ვაშინგტონის რეისს.
რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა.
- Details
- By Sali
ჩინეთმა და ინდოეთმა, რუსეთის უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორებმა, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, რადგან აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის. ამის შესახებ Reuters თრეიდერებსა და სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
10 იანვარს ვაშინგტონმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზანში რუსული ნავთობის სავაჭრო ჯაჭვს, კერძოდ კი 183 გემს იღებდა, რის გამოც ნავთობის ტრანსპორტირება Aframax-ის ტანკერებით - რომლებსაც 100 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლიათ - რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ჩინეთში $7.5 მილიონამდე გაიზარდა, ინდოეთში კი - $10 მილიონამდე.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ESPO Blend-ის შესყიდვის ფასი მარტის თვისთვის გაიზარდა და ჩინეთში ახლა ერთი ბარელი $3-5-ით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Brent Crude, რომელიც დაახლოებით $77.3-ად ივაჭრება. რაც შეეხება ინდოეთს, ქვეყნის ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებს რუსული ნავთობით მოვაჭრეებისგან მარტის თვისთვის შეთავაზებები საერთოდ არ მიუღიათ.
სანქციების მიუხედავად, აშშ-ის შავ სიაში მოხვედრილი ნავთობტანკერები ჩინეთსა და ინდოეთში ნედლეულის ტრანსპორტირებას აგრძელებენ, თუმცა ზოგიერთ პორტში მათი შეფერხებაც ფიქსირდება.
აშშ-ის სანქციები რუსული გემებისთვის გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს. დატვირთულ ტანკერებს რუსული ნავთობის დასაცლელად ვადა 27 თებერვლამდე განესაზღვრათ, 12 მარტიდან კი მათ რუსული ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია უნდა შეაჩერონ.
10 იანვრის სანქციების პაკეტი გემებთან ერთად მოვაჭრეებსა და მზღვეველებზეც გავრცელდა, ისევე როგორც რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომზე".
- Details
- By iaiaia
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ტრამპი თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მოლაპარაკებებს გამართავს, - აღნიშნავს მედია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28-29 აპრილს ტრამპის დაპატიჟებას პოლონეთი სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე აპირებს.
- Details
- By ani
განკარგულების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფედერალურმა მოსამართლემ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში ძალაში 3 თებერვლის 5:00 საათამდე იქნება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, შეაჩეროს უკვე არსებული დაფინანსების პროგრამები ამერიკის დროით, 3 თებერვლის საღამოს ხუთ საათამდე.
ეს გადაწყვეტილება ეხება იმ პროგრამებს, რომლებზეც დაფინანსება უკვე გამოყოფილია ფედერალური მთავრობის მიერ.
ცნობისთვის, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავდა ყველა გრანტსა და სესხს და დაადგენდა შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე ეხება საგარეო დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს.
იქამდე, გასულ კვირას სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო
- Details
- By Sali
მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები - გერმანული BMW და ამერიკული Tesla ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს სასამართლოში უჩივიან.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ევროკავშირმა დააწესა სავაჭრო ტარიფები ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ბატარეების წინააღმდეგ, რომელსაც არა მარტო ჩინური, არამედ ევროპული და ამერიკული კომპანიებიც იყენებენ, მათ შორის: Tesla და BMW.
შესაბამისად, ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ტარიფის ამოქმედება ევროკავშირის ბაზარზე დასავლური ბრენდების მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაძვირებას იწვევს, რაც არასამართლიან პირობებს ქმნის და აზიანებს როგორც მომხმარებელს, ასევე საავტომობილო ინდუსტრიას.
ევროკავშირში ჩინეთში წარმოებული EV-ების წინააღმდეგ ტარიფების მოცულობა 10-45%-ის ფარგლებშია, რაც პროდუქციის მკვეთრ გაძვირებას იწვევს.
მაგალითად, Tesla, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საავტომობილო ბრენდია, ევროკავშირის ბაზრისათვის გათვლილ ავტომობილებს ჩინეთში აწარმოებს, ანუ ანტი-ჩინური სანქცია ამერიკული კომპანიის წინააღმდეგაც მოქმედებს.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- ლუვრში შესვლის საფასური ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვიზიტორებისთვის გაიზრდება
- ტრამპის ცნობით, TikTok-ის ყიდვას რამდენიმე კომპანია განიხილავს, მათ შორის Microsoft-ია
- საწყობის ტერიტორიაზე სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა - თავდამსხმელმა თავი მოიკლა
- "დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა" - ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა
Page 102 of 206