Featured Articles
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლუვრში შესვლის საფასური გაიზრდება იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არ არიან.
„ეს გეგმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევცვალოთ შესვლის ფასები, შეიძლება ასევე გავრცელდეს სხვა მუზეუმებსა და ძეგლებზე. ეს ძალაში უნდა შევიდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, განიხილება მუზეუმში დამოუკიდებელი სივრცის შექმნაც, სადაც მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა იქნება წარმოდგენილი. მუზეუმის ამ ნაწილს განსხვავებული შესასვლელი ბილეთი ექნება.
მანამდე ლუვრის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუკუნოვან შენობას განახლება სჭირდება. მან კულტურის მინისტრს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ლუვრი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მიუთითა წყლის გაჟონვისა და სხვადასხვა პრობლემებზე, რაც საფრთხეს უქმნის ხელოვნების ნიმუშების შენახვას.
ემანუელ მაკრონის თქმით, განხორციელდება პროექტი სახელწოდებით „ლუვრის ახალი რენესანსი“, რომელიც 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი, TikTok-ის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს აწარმოებს თუ არა Microsoft-ი TikTok-თან მოლაპარაკებებს, რაზეც მან ასე უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი", თუმცა აქვე დაამატა, რომ სხვა კომპანიებიც ასევე განიხილავენ პლატფორმის შესყიდვას.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, TikTok-ის შესყიდვით დაინტერესებულები არიან - პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია Oracle-ი და ასევე ხელოვნური ინტელექტის დარგში Perplexity-ის სტარტაპიც.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის ფარგლებშიც პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება 75 დღით გადავადდა. განკარგულების ფარგლებში ტრამპმა დირექტივა მისცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, არ აღასრულოს TikTok-ის აკრძალვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ძალაში 19 იანვარს შევიდა. წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონის ფარგლებში, TikTok-ი ამერიკის ბაზარს არ დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას ვინმე ამერიკელი ან მოკავშირე ქვეყანა შეიძენდა.
19 იანვარს, აშშ-ში TikTok-ი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო, რადგან ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში შევიდა. აპი ასევე წაიშალა Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან აშშ-ში, რის გამოც მისი ჩამოტვირთვა მიუწვდომელი გახდა.
სულ სოციალური ქსელი აშშ-ში 14 საათის განმავლობაში იყო გათიშული.
- Details
- By ani
პუერტო-რიკოში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულებს შორის 2 ქალი და სამი მამაკაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილას თავი მოიკლა.
- Details
- By Sali
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ში რკინის გუბათის მშენებლობის დაწყების შესახებ. მისივე თქმით, პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.
"მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იქნება. ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ უახლესი რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც შეძლებს ამერიკელების დაცვას." განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ცივი ომის დროს დაინტერესებული იყო ამ სისტემით, მაგრამ მაშინ ამერიკელებს „ტექნოლოგია არ გააჩნდათ“.
"ახლა კი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ტექნოლოგია. თქვენ ამას ხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამის უფლება და ყველაფერი გაკეთდება სწორედ აქ, აშშ-ში 100%-ით."- აღნიშნა ტრამპმა.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების მსახურებას ჯარში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, აღმასრულებელი ბრძანება ასევე მოიცავს დებულებებს სამხედროების მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პროგრამების შეჩერებასა და იმ სამხედროების სამსახურში აღდგენაზე, რომლებიც კოვიდვაქცინაციაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 103 of 206