Featured Articles
სირია-ლიბანის საზღვართან სირიელმა მესაზღვრეებმა ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი, რომელიც კონტრაბანდულად ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციისთვის გადაჰქონდათ. ინფორმაციას ადგილობრივი სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ამ თვეში სირიაში იარაღის კონტრაბანდის შეჩერების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 17 იანვარს, სირიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღკვეთა იარაღის კონტრაბანდის მცდელობა, რომელიც ლიბანში ტარტუსის რაიონში არსებული უკანონო საზღვრის გავლით მიემართებოდა.
სირიული მედიის მიერ გავრცელებულ სურათებზე ნაჩვენები იყო იარაღები, ყუმბარმტყორცნები, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომლის კონფისკაციაც ხელისუფლებამ შეძლო.
გამოცემა The Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სირიის ახალმა ლიდერმა, აბუ მოჰამად ალ-ჯოლანიმ, განაცხადა, რომ იგი არ მისცემს სხვა ქვეყნებს საშუალებას, სირია ისრაელზე თავდასხმებისთვის პლაცდარმად გამოიყენონ.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიის მხრიდან ეს ქმედება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. მან დაავალა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს.
„საგანგებო 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოსულ ყველა საქონელზე, მგზავრობის აკრძალვა და კოლუმბიის მთავრობის თანამდებობის პირებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ვიზების გაუქმება, სავიზო სანქციები კოლუმბიის მთავრობის ყველა პარტიის წევრს, მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
- Details
- By ani
ბელარუსში საარჩევნო უბნები დაიხურა და ახლა ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ეგზიტპოლის თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებზე 87.6% აიღო. ამომრჩეველთა 5.1%-მა ხმა "ყველას წინააღმდეგ" მისცა, ამომრჩეველთა 7.3%-მა კი ხმა მისცა დარჩენილ ოთხ კანდიდატს ჯამში, რომლებსაც დამოუკიდებელი ბელარუსული მედია "სარეზერვო მოცეკვავეებს" უწოდებდა.
- Details
- By rusa
ბელარუსის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა კომენტარი:
" ყველანი ვხვდებით, რომ მარადიული არ ვარ. ამ არჩევნებში არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, არ მინდოდა. რამდენიმე თვის წინ, პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე, ეს გადაწყვეტილება გავუზიარე ნატალია კოჩანოვას(ეროვნული ყრილობის საბჭოს თავმჯდომარე). ვუთხარი: "როდემდე შეიძლება ასე? უკვე 30 წელი გავიდა, ცოტათი უხამსობაა, თითქოს სხვა არავინ არის"."
- Details
- By rusa
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს:
"აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. დამიჯერეთ, ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს.
მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო. ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა. თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
22 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ფიქტიურ არჩევნებად შეაფასოს და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ლუკაშენკოს არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის რეჟიმი აგრძელებს დისიდენტების წინააღმდეგ სისტემატურ რეპრესიებს, მათ უკანონო დაპატიმრებას, წამებას, დევნასა და სასტიკ მოპყრობას.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 104 of 206