Featured Articles
ილონ მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და სოლიდარობის ნიშნად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიდეო ზარის საშუალებით შეუერთდა.
წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, პარტიის ლიდერთან, ალისა ვაიდელთან ერთად სიტყვით გამოსვლისას მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.
„კარგია, იამაყო გერმანული კულტურით, ღირებულებებით და არ დაკარგო ეს რაღაც მულტიკულტურალიზმით, რაც ყველაფერს აფერხებს. ძალიან აღფრთოვანებული ვარ პარტიით „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად საუკეთესო იმედი ხართ გერმანიისთვის. იბრძოლეთ გერმანიის დიდი მომავლისთვის“, - აღნიშნა მასკმა.
- Details
- By rusa
უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ გაზის ტრანზიტის საკითხი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილა. მისი თქმით, მხარეებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც ევროპის გაზით მომარაგებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა სხვა ერთობლივი ნაბიჯებისთვის, თუ ევროპას სჭირდება გაზი და არა მაინცდამაინც რუსული გაზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დღეისთვის დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, საიდანაც თავად იყენებს მხოლოდ 14-15 მილიარდ კუბურ მეტრს, შესაბამისად, მას აქვს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის პოტენციალი.
უკრაინამ პირველი იანვრიდან შეწყვიტა რუსული გაზის ტრანზიტი.
- Details
- By rusa
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.
- Details
- By rusa
ტექნოლოგიური გიგანტი Meta მიმდინარე წელს 65 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა თავად განაცხადა.
ინვესტიციის მიზანი Meta-ს კონკურენტებთან, OpenAi-სთან და Google-თან, პოზიციების გამყარებაა.
საინვესტიციო გეგმის თანახმად, Meta ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებს დაიქირავებს და ააშენებს ახალ, 2-გიგავატიან მონაცემთა ცენტრს, რომელიც იმდენად დიდი იქნება, რომ მანჰეტენის ფართობის მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავდა.
კომპანია, რომელიც Nvidia-ს AI ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია, მიზნად ისახავს, წელი 1.3 მილიონი ერთეული გრაფიკული პროცესორით დაასრულოს.
- Details
- By ani
უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 18-დან 25 წლამდე მამაკაცების ჯარში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს.
მისივე თქმით, საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას.
„როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებებში იქნება მთელი რიგი ცვლილებები. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტებში სხვადასხვა დონის ცვლილებები განხორციელდება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იქნება პრეზენტაცია“, – განაცხადა შჩურმა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა.
ნიკოლაი შჩურის თქმით, კონცეფცია შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
- Details
- By ani
More Articles …
Page 105 of 206