Featured Articles
თურქეთში, ქალაქ კონიაში, სელჩუკის რაიონში ბეიშეჰირის ქუჩაზე 4 სართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების დროს 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნანგრევებიდან ამოყვანილია 3 ადამიანი, რომლებიც მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ.
ამ ეტაპზე ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები
თურქული მედიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მფლობელი, 2 კი მაღაზიის მენეჯერია.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა.
"ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა", - წერია დეპარტამენტის პრესრელიზში.
ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს. ამავე დღეს პრეზიდენტმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.
- Details
- By ani
აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე Fox News-ის ყოფილი წამყვანს, არმიის ვეტერან პიტ ჰეგსეტს მხარი დაუჭირა.
როგორც CNN-ი წერს, ჰეგსეტის დამტკიცება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის მთავარი გამარჯვებაა იმ ფონზე, რომ კითხვები არსებობდა მის სათანადო კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
პენტაგონის ახალმა ხელმძღვანელმა სენატში 51 ხმა მიიღო 50-ის წინააღმდეგ.
ჰეგსეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრი, ერაყის და ავღანეთის ომების ვეტერანი და რამდენიმე სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს მფლობელია.
მის სახელთან დაკავშირებულია სექსუალური ძალადობის, ალკოჰოლის შესახებ და ვეტერანთა საქველმოქმედო ორგანიზაციების ფინანსების არასწორი მართვის ბრალდებები, რაც თავად უარყო.
- Details
- By ani
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სანდუს ცნობით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.
"ჩვენ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარების საკითხებს განვიხილავთ. მოლდოვა საიმედო მეზობლად რჩება", - წერს სანდუ X-ზე.
- Details
- By ani
აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო. ორი სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით 160-მდე არალეგალი მიგრანტი გვატემალაში გადაიყვანეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამხრეთის საზღვრიდან ქვეყანაში უკანონოდ შესული პირების დეპორტაცია გაგრძელდება.
არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ, პირველივე დღეს მოაწერა.
პრეზიდენტმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს საზღვრის დაცვაში დახმარება დაავალა, ასევე ფართო შეზღუდვები დააწესა თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე და გაამკაცრა მოქალაქეობის მინიჭების საკითხი შტატებში დაბადებული ბავშვებისთვის.
გავრცელებული ცნობით, იგეგმება კიდევ 5 000-მდე მიგრანტის დეპორტაცია ელ პასოს, ტეხასის, სანდიეგოსა და კალიფორნიის მიგრანტთა დროებითი განთავსების იზოლატორებიდან.
- Details
- By ani
More Articles …
- ვინ არიან TESLA-ს უმსხვილესი აქციონერები? - რეიტინგი
- სლოვაკეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება
- კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი ამერიკის ნაწილი იქნებოდნენ - ტრამპი
- ჩვენ მზად ვართ უკრაინის პრობლემატიკაზე მოლაპარაკებებისთვის - პუტინი
Page 106 of 206