Featured Articles
ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ბოლო დროს, გახდა არამხოლოდ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, არამედ ახლად შექმნილი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რისთვისაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე საკუთარი ოფისიც კი მიიღო.
ამ თანამდებობაზე მილიარდერს საკუთარი ინტერესები აქვს, რაც $6.5-ტრილიონიანი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირებაა, მაგრამ ილონ მასკს, შესაძლოა, პირადი ინტერესებიც ჰქონდეს.
ამერიკული Bloomberg-ის დათვლებით, ილონ მასკი $438 მილიარდის ქონებას ფლობს, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, TESLA-ს აქციებზე მოდის. TESLA, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აღემატება, მსოფლიოს რიგით მე-8 უდიდესი კომპანიაა, ხოლო ილონ მასკი — ამ კომპანიის უდიდესი აქციონერია, რომელიც 12.8%-იან წილს ფლობს. დღევანდელი მონაცემებით, TESLA-ს ერთი აქცია დაახლოებით $412-ად ივაჭრება, ანუ ილონ მასკი, რომელიც კომპანიის დაახლოებით 411 მილიონ აქციას ფლობს, $169.4 მილიარდად შეფასებული წილის მფლობელია.
ილონ მასკთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების უმსხვილეს ინვესტორებს შორის მსოფლიოს უდიდეს საინვესტიციო ფონდებს და გლობალურ ბანკებს ვხვდებით, რაც გასაგებია, რადგან ამ ტენდენციას ფაქტობრივად ყველა საჯარო კორპორაცია იმეორებს, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები. ილონ მასკის შემდეგ, TESLA-ს აქციონერებს შორის მოხვდნენ: Vanguard-ი, BlackRock-ი, State Street-ი, Geode Capital Management-ი, Capital World Investors-ი, Morgan Stanley, JPMorgan Chase-ი, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი და Price Associates-ი. დარჩენილ 62.85%-იან წილს სხვა ადამიანები და კომპანიები ფლობენ, რომელთა შორის ინდივიდუალური ინვესტორებიც არიან.
TESLA-ს უდიდესი ინდივიდუალური აქციონერების ჩამონათვალი, შემდეგნაირად გამოიყურება:
ილონ მასკი — 12.8%
The Vanguard Group — 7.46%
BlackRock — 6.07%
State Street Corporation — 3.48%
Geode Capital Management — 1.85%
Capital World Investors — 1.33%
Morgan Stanley — 1.25%
JPMorgan Chase & Co — 0.99%
ნორვეგიის ცენტრალური ბანკი — 0.96%
Price Associates — 0.93%
- Details
- By ani
სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება ლოზუნგით, „სლოვაკეთი – ევროპაა“. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები არიან.
რამდენიმე დღის წინ რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ასევე „ექსპერტთა საიდუმლო ჯგუფის“ მონაწილეობით.
- Details
- By rusa
ჩვენ მზად ვართ უკრაინის პრობლემატიკაზე მოლაპარაკებებისთვის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, „რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, თუმცა კიევი ამას დაბრკოლებებს უქმნის“.
„მაგრამ აქაც არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმის ამჟამინდელმა მეთაურმა, როდესაც ის ჯერ კიდევ საკმაოდ ლეგიტიმური სახელმწიფოს მეთაური იყო, გამოსცა ბრძანება მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
ევროკავშირის ახალმა საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა ბრიუსელში მიიწვია მარკო რუბიო, რომელიც ახლახან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ამ პოსტზე ენტონი ბლინკენი შეცვალა.
რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება ბლოკის ოფიციალური პირი.
ევროკავშირი ესწრაფვის, მოაწესრიგოს თავისი კავშირები აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ბლოკის წევრი ქვეყნები ცდილობენ, თავიდან აიცილონ ტრამპის სავაჭრო ტარიფები და უკრაინის საკითხში თავიანთ მხარეს ჰყავდეთ, რადგან მან უკრაინასთან რუსეთის ომის დასრულების პირობა დადო.
„წერილში სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, შევთავაზე, მონაწილეობა მიიღოს ჩვენს შეხვედრაში მისთვის სასურველ დროს“, - მისწერა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამავე ცნობით, რუბიოს ჯერ არ უპასუხია წერილზე.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-თან ურთიერთობის განხილვას 27 იანვარს აპირებენ ბრიუსელში. ტრამპი არ მალავს უკმაყოფილებას ევროკავშირის მიმართ და მას აშშ-ის მიმართ „ძალიან, ძალიან" უსამართლო მოპყრობას აბრალებს ვაჭრობის სფეროში.
კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი.
ტრამპის პირობამ, რომ ომს დაასრულებს უკრაინაში, შეაშფოთა კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები, რადგან ისინი არ გამორიცხავენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი კიევის მხარდაჭერას შეწყვეტს და აიძულებს უკრაინას, რუსეთთან მტკივნეულ დათმობებზე წავიდეს.
რადიო თავისუფლება
- Details
- By rusa
More Articles …
Page 107 of 206