Featured Articles
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალებს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მალე პუტინთან საუბარი და უკრაინაში ომის დასრულება სურს.
- Details
- By ani
კალიფორნია კატასტროფულ ხანძრებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, მასშტაბურ ხანძრებს სულ მცირე ოცდარვა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ცეცხლმა რამდენიმე ათეული ათასი შენობა შეიწირა, ორასი ათასამდე ადამიანს ევაკუაცია აიძულა და 9,500 ჰექტარი მიწა გადაწვა — ამ მაჩვენებლით, ეს ყველაზე დამანგრეველი ხანძარია ლოს-ანჯელესის ისტორიაში. უშუალოდ ცეცხლის ალის გარდა, პრობლემაა კვამლი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ყოფნას გაუსაძლისს ხდის. კალიფორნიისთვის ხანძრების პრობლემა არახალია, პირიქით — ამ ტიპის სტიქიას აშშ-ის უმდიდრესი შტატი ფაქტობრივად ყოველწლიურად ებრძვის. წლევანდელი სტიქიური უბედურების ზარალი, ამ დროისთვის, $250 მილიარდადაა შეფასებული.
წელს მომძლავრებული ხანძრების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი სადაზღვევო კომპანიებზე და მათ მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკაზე. სადაზღვევო კომპანიის დანიშნულება კლიენტებისთვის რისკის დაზღვევაა, ანუ როცა რისკი იზრდება, პრემია, ანუ თანხა, რომელსაც კლიენტი დაზღვევაში იხდის, ასევე იზრდება და ეს ტენდენცია ბოლო თვეებშიც დაფიქსირდა, როცა კომპანიებმა კალიფორნიასთან დაკავშირებული კლიენტებისთვის პრემია სულ მცირე 20%-ით გაზარდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თანხა გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც. დღეს არსებული მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებმა კლიენტებს $28 მილიარდის ზარალი აუნაზღაურეს.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას ქვეყანაში ომის დაწყება არ უნდა დაეშვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
„ის [ზელენსკი] არ არის ანგელოზი. მას არ უნდა დაეშვა ეს ომი“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ზელენსკი უკრაინაზე უფრო ძლიერ ძალას ებრძოდა. „მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By Sali
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება. მეათე ხუთწლიანი ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ.
70 წლის ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა საპროტესტო აქციები დაარბიეს.
დასავლეთის ქვეყნებმა – აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ სცნეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 1 250 პოლიტპატიმარი იმყოფება, რასაც ლუკაშენკო უარყოფს.
- Details
- By ani
ლოს ანჯელესის რეგიონში სწრაფად გავრცელებადი ხანძრის ახალი კერა წარმოიქმნა. ხანძრის საფრთხის გამო 30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში, მთიან ზონაში, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ უბანს და სკოლას ესაზღვრება.
არცერთი სახლი და ბიზნესი ამ დროისთვის არ დაზიანებულა და ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს იმედი, რომ ხანძარი კონტროლს დაექვემდებარება.
ხანძრის ზონაში ქარის სიჩქარე დაახლოებით 30-50 კმ/სთ იყო და არ გამორიცხავენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.
- Details
- By Sali
More Articles …
- არჩევნებში რომ არ გამემარჯვა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა - დონალდ ტრამპი
- ლოს-ანჯელესში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა - რა ვითარებაა კალიფორნიაში?
- ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ტერმინი „გენდერი", ტერმინი „სქესით" უნდა ჩანაცვლდეს
- „თუ ვერ მივაღწევთ ომის დასრულებაზე „გარიგებას“ მალე,სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა,რომ დავაწესო მაღალი დონის სანქციები ყველაფერზე,რასაც რუსეთი ყიდის“-ტრამპი
Page 108 of 206