Featured Articles
ინდოეთში, შტატ მაჰარაშტრაში სარკინიგზო ავარია მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, მატარებელში ხანძრის გაჩენის შესახებ გამაფრთხილებელი სიგნალი ამოქმედდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია და მათ მოძრავი მატარებლიდან გადახტომა გადაწყვიტეს - რელსებზე გადახტომის შემდეგ მათ მეორე მხრიდან მომავალი მატარებელი დაეჯახათ.
ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უცნობმა პირმა ხანძრის გაჩენის სიგნალი განგებ აამოქმედა.
- Details
- By iaiaia
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა.
„ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან“, – წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში.
ტრამპის თქმით, წერილი შთამაგონებელი და კარგი იყო, ასევე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აფასებს ბაიდენის ამ ჟესტს.
მანამდე, წერილის შინაარსის შესახებ ჰკითხეს ჯო ბაიდენს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მის შორის დარჩებოდა.
ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წინამორბედი პრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში წერილს უტოვებს. ეს ტრადიცია რონალდ რეიგანმა 1989 წელს დაამკვიდრა, როდესაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჯორჯ ბუშ უფროსს წერილი დაუტოვა.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე.
"ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე. თუ ტრამპი მზად არის NATO-ში უკრაინა იხილოს, ჩვენ ვიქნებით NATO-ში, ყველა მხარს დაუჭერს [უკრაინის გაწევრიანებას]. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ არის მზად, რომ NATO-ში გვნახოს, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავდაპირველად ზოგი ერთი ქვეყანა არაგამჭვირვალე პოლიტიკას ატარებდა და უკრიანის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა.
"ეს იყო ცარიელი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, რადგან ათობით წელი გავიდა და უკრაინა ალიანსის წევრი არ გამხდარა. ეს არ იყო გულწრფელი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსეთთან დიალოგს აწარმოებდნენ, თუმცა მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.
"ვისურვებდი, სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ გამეთანაბრებინა. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ NATO-ში და ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ მხარს გვიჭერს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოთხი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ: აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთია.
- Details
- By ani
დავოსში უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სოციალურ ქსელში წერს, მან ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო.
„კატასტროფის ადგილიდან მტკიცებულებები აშკარაა. საჭიროა რუსეთზე ზეწოლა, რათა მას სიმართლის თქმა აიძულონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის ცნობით, ალიევთან შეხვედრისას მან ასევე ორმხრივი ურთიერთობები და მათი სამომავლო განვითარება განიხილა, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა. ზელენსკის განცხადებით, ის აფასებს აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა:
„ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიაღწიო სამართლიანობას. მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10-პროცენტიანი გადასახადის დაწესებას პირველი თებერვლიდან განიხილავს. ამის მიზეზი ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდაა."
მანამდე ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის იმპორტის გადახდის დაწესების გეგმაზე ისაუბრა, ვიდრე ისინი უკანონო მიგრაციასა და ფენტანილის კონტრაბანდას არ აღკვეთენ.
ტარიფების მოსალოდნელ დაწესებასთან დაკავშირებით CNBC-თან კომენტარი გააკეთა სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ. „მიზეზი, რის გამოც ტრამპი განიხილავს 10 თუ 25%-იანი ტარიფების დაწესებას კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის, არის ის, რომ ყოველდღიურად 300 ამერიკელი იღუპება ფენტანილის ზედოზირებით“, – განაცხადა ნავარომ
- Details
- By rusa
More Articles …
- აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- თუ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს ტრამპი პუტინს სანქციებს დაუწესებს
- დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული 1 500 ადამიანი შეიწყალა
- თურქეთში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა
Page 110 of 206