Featured Articles
სტამბოლში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას შეხვედრაზე ვაშინგტონში ახლადდანიშნული ელჩი ალექსანდრ დარჩევი, ხოლო ამერიკულს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სონატა კულტერ წარმოადგენს.
Reuters-ის თანახმად, შეხვედრაზე მთავარი თემა დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებაა, მათ შორის დიპლომატიური მისიების მუშაობის აღდგენაა ორივე ქვეყანაში. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანახმად, უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ არის.
ეს უკვე მეორე შეხვედრაა ამ ფორმატში, რომელიც სტამბოლში რუსეთსა და აშშ-ს შორის იმართება. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათობით ქვეყანაზე დაწესებულ მაღალ ტარიფს 90 დღით აპაუზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ
-ს სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასა და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს
გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში", - წერს ტრამპი.
რაც შეეხება ჩინეთს, ტრამპმა ბეიჯინგს ტარიფები 125%-მდე გაუზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. მოგვიანებით ჩინეთმა ამერიკას საპასუხო 34%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების დაწესებაზე უარს არ იტყოდა, ბეიჯინგის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს დააწესებდა.
- Details
- By iaiaia
ამერიკული გამოცემა NBC News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული 10,000 ჯარისკაცის გამოწვევას გეგმავს.
ეს ჯარისკაცები იმ დანაყოფების შემადგენლობაში შედიან, რომლებიც ევროპაში პრეზიდენტმა ბაიდენმა ჯერ კიდევ 2022 წელს, აღმოსავლეთ ევროპული საზღვრის გამაგრებისთვის განათავსა.
როგორც წყაროები NBC News-თან ამბობენ, დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება იმ მოლაპარაკების ნაწილია, რომელსაც ის რუსეთის პრეზიდენტთან მართავს.
როგორც ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები არიან, თუკი აშშ-ის ხელისუფლებამ ჯარისკაცები გამოიყვანა, ევროპაში გაღვივდება ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის “მიტოვებას” გეგმავს.
მათივე თქმით, ევროპაში ამერიკული ჯარის შესუსტებით რუსეთის ფედერაცია იხეირებს, რომელიც შიდაევროპულ საკითხებში უფრო აქტიურად ჩაერთვება. თავად ამერიკა ამ გადაწყვეტილებას ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართვის აუცილებლობით ხსნის.
- Details
- By rusa
ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფს უწესებს, რომელიც 22 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე გავრცელდება და ძალაში 15 აპრილიდან შევა.
რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ წევრი ქვეყნები, ევროკომისია და ინდუსტრიები შეთანხმებამდე მივიდნენ. პროდუქციის ჩამონათვალში ხვდება ალუმინი და ფოლადი, თამბაქო, ნუში, ფორთოხლის წვენი, სოიოს მარცვალი, ფრინველის ხორცი და იახტები. თუმცა საფრანგეთისა და ირლანდიის დაჟინებული პოზიციის შემდეგ სიაში აღარ მოხვდა ამერიკული ბურბონი.
25%-იანი ტარიფის დაწესება ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების პირველი ნაბიჯია და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე მარტში დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.
ალუმინსა და ფოლადის გარდა, დონალდ ტრამპმა 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ხოლო 20% -სხვა დანარჩენ პროდუქციას.
ევროკომისია ასევე მუშაობს საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპზეც, რომლის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
- Details
- By rusa
ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტებზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. მანამდე ჩინეთს ამერიკულ პროდუქციაზე 34-პროცენტიანი ტარიფები ჰქონდა გამოცხადებული. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დაამატა 12 ამერიკული სუბიექტი ექსპორტის კონტროლის სიაში და ექვსი აშშ სუბიექტი – „არასანდო სუბიექტების“ სიაში.
ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადების თანახმად, აშშ-ის პრაქტიკა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად აზიანებს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობაზე.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 12 of 204