Featured Articles
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებებია 3000 რეისზე.
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიუ იორკის დასავლეთით მდებარე ათეულ ოლქში. რამდენიმე შტატის, მათ შორის ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას გუბერნატორებმა ასევე გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ თოვლი იშვიათი მოვლენაა ფლორიდაში, ამიტომ ინფრასტრუქტურა განსხვავებულად არის შემუშავებული. დესანტისმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
" ჩვენ განვიხილავთ უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, თუმცა, ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.
ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე. ჩვენ განვიხილავთ ამას“, - ციტირებს ტრამპს Reuters-ი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს ომი უკრაინაში.
- Details
- By rusa
ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე, ტრამპმა იმ 1500 ადამიანის შეწყალების ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის საქმის ფარგლებში არიან მსჯავრდებული ან ბრალდებული.
თეთრ სახლში დაბრუნებამდე კი საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, ხელი მოაწერა აღმასრულებელი ოქმების სერიას, რომელიც ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას მოიცავდა. ასევე საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის შტატების სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ქვეყნის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ასევე ფედერალური თანამშრომლებისთვის მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს.
- Details
- By ani
76-მდე გაიზარდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმრო Grand Kartal-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 21 იანვრის საღამოს მდგომარეობით დადასტურებული იყო 66-ის სიკვდილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 გარდაცვლილიდან 52 უკვე იდენტიფიცირებულია.
12-სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს აქრობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
- Details
- By Sali
სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება.
ერდოღანმა ყველას დაზარალებული მოქალაქეებისადმი სოლიდარობისკენ მოუწოდა, მათ შორის პოლიტიკოსებს, მედიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა – 51.
კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო მთის ფერდობთან არის განლაგებული, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 111 of 206