Featured Articles
ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვა ხდება. აღნიშნულ რაიონში კომპანიებს უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლების გაყვანა დაევალათ.
საგანგებო სამსახურების ცნობით, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.
- Details
- By iaiaia
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრატისლავაში ჩავიდა, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ხვდება.
სლოვაკეთის დედაქალაქში ორბანთან ერთად იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო.
როგორც ცნობილია, რობერტ ფიცოსა და ვიქტორ ორბანს შორის განხილვის მთავარი თემები იყო რეგიონში ენერგოუსაფრთხოება, გაზის მიწოდების უზრუნველყოფა, უკრაინა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
- Details
- By iaiaia
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა.
ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმრო 161-ნომრიანია. სასტუმროს განლაგებამ საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.
მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.
ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.
შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტზე ბევრი ვიზიტორია. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ხანძართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ერდოღანის განკარგულებით, კურორტზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტი ქოროღლუს მთებში, ბოლუდან 38 კილომეტრში და სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.
- Details
- By iaiaia
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა.
მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.
ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.
როგორც მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს.
ABC News-ის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა და შეფასება, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.
- Details
- By Sali
More Articles …
- თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას - ჯო ბაიდენი
- ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია - ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მოულოცა
- ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი
- დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას
Page 112 of 206