Featured Articles
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ენდრიუსის ბაზაზე გაემგზავრა, სადაც შეკრებილ მხარდამჭერებსა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს, მადლობა გადაუხადა.
„თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა, რის შემდეგაც კალიფორნიაში გაემგზავრა.
მანამდე, უფლებამოსილების ბოლო წუთებში, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების კიდევ ერთი აქტი გამოსცა, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ოჯახის წევრები გახდნენ თავდასხმებისა და მუქარების სამიზნე და არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ეს თავდასხმები დასრულდება.
შეწყალება ვრცელდება ბაიდენის ძმაზე, ჯეიმსზე და მის მეუღლეზე, სარა ჯონსზე, პრეზიდენტის უმცროს დაზე, მის მეუღლეზე და კიდევ ერთ ძმაზე – ფრენკზე.
- Details
- By ani
ილონ მასკმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს ის გრძნობაა, რასაც გამარჯვება ჰქვია“.
მასკმა ეს სიტყვები Capital One Arena-ზე წარმოთქვა, სადაც მოგვიანებით დონალდ ტრამპიც მივა და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ მხარდამჭერებს.
„ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო ჩანგალი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე. არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა. მე უბრალოდ მინდა, გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები“, – განაცხადა ილონ მასკმა.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.
- Details
- By ani
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.
ხელმოწერისას ტრამომა თქვა, რომ "ეს დიდი საქმეა". მისივე განცხადებით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ტრამპის ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "კოვიდ-19-ის პანდემიისა და სხვა გლობალური ჯანდაცვის კრიზისების არასწორი მართვა".
- Details
- By Sali
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.
ვაშინგტონში ძლიერი ყინვის გამო, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართა.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი ორ ბიბლიაზე დადო. ერთ-ერთ მათგანზე პრეზიდენტმა ლინკოლნმა ფიცი მისი პირველი ინაუგურაციის დროს დადო, ხოლო მეორე ტრამპს დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ, 1955 წლის 12 ივნისს აჩუქა.
„მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს და გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია, აშშ-ის კონსტიტუციის დაცვისთვისა და მხარდაჭერისთვის. დაე, დამეხმაროს ღმერთი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ფიცის დადებისას.
- Details
- By Sali
კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრება.
კერძოდ, ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაესწრება 800-მდე ადამიანი, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში, კიდევ 1 300 სტუმარი იქნება კაპიტოლიუმის თავისუფლების დარბაზში, 500 ადამიანი კი, ვიზიტორთა ცენტრის თეატრში.
ამგვარად, კაპიტოლიუმის შენობაში ცერემონიას 2 600-მდე ადამიანი დაესწრება.
ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, დღეს კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.
- Details
- By ani
More Articles …
Page 113 of 206