Featured Articles
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში, ტრადიციულ ჩაის ცერემონიალზე უმასპინძლა.
ჩაის ცერემონიალს პირველი ლედებიც ესწრებიან.
მანამდე, ტრამპი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში, წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო. ინაუგურაციის დღეს, დილით ეკლესიაში მსახურებაზე მისვლა აშშ-ის პრეზიდენტებისთვის ტრადიციაა.
ტრამპი ფიცს თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე დადებს. ტრადიციულად, ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე, ღია ცის ქვეშ იმართება ხოლმე, თუმცა ამჯერად ძლიერი ყინვის გამო, პირველად 1985 წლიდან, ღონისძიება შენობაში ჩატარდება.
- Details
- By Sali
დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში, წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო. ინაუგურაციის დღეს, დილით ეკლესიაში მსახურებაზე მისვლა აშშ-ის პრეზიდენტებისთვის ტრადიციაა.
დონალდ ტრამპთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად. ასევე კომპანია "მეტას" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ტრამპი ფიცს თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე დადებს.
ტრადიციულად, ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე, ღია ცის ქვეშ იმართება ხოლმე, თუმცა ამჯერად ძლიერი ყინვის გამო, პირველად 1985 წლიდან, ღონისძიება შენობაში ჩატარდება.
შესაბამისად, კაპიტოლიუმის შიგნით ფიცის დადების ცერემონიას შეზღუდული რაოდენობის ადამიანი დაესწრება – დაახლოებით 600 ადამიანი.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვით წარდგება.
ცნობისთვის, 2017 წლის ინაუგურაციაზე დონალდ ტრამპის სიტყვა დაახლოებით 17 წუთს გაგრძელდა.
ამერიკული მედიის ცნობით, საინაუგურაციო მიმართვაში დონალდ ტრამპი აშშ-ის ეროვნული ინტერესების ახალი ეპოქისა და საღი აზრის რევოლუციის შესახებ გამოაცხადებს.
- Details
- By Sali
ვაშინგტონი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადება. ცერემონია 20 იანვარს ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) გაიმართება. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.
ინაუგურაციის ცერემონია და პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა დახურულ შენობაში - კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება, მიზეზად უამინდობა სახელდება.
საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.
- Details
- By ani
ისრაელის არმიის განცხადებით, სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა. გათავისუფლებული მძევლები ამჟამად მიემართებიან სამხრეთ ისრაელში მდებარე პირველადი დახმარების პუნქტისკენ, სადაც მათ პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ.
„ცოტა ხნის წინ, თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანხლებით, გათავისუფლებული მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ“, – ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.
დორონ შტაინბრეხერი თავის ბინაში იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, როდესაც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა. ემილი დამარი, რომელსაც ბრიტანეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მძევლად აიყვანეს კიბუც კფარ აზადან. რომი გონენი კი Supernova-ს მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და „ჰამასის“ თავდასხმის დროს, გაქცევის მცდელობისას დაატყვევეს.
- Details
- By rusa
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ზავი ადგილობრივი დროით 11:15 ზე ამოქმედდა. ეს პროცესი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყებდა, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა.
„ჰამასმა“ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა. ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ისრაელელ მძევლებს შორის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გათავისუფლდებიან, არიან 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები.
შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად. მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს. მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზის რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას.
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი, რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.
- Details
- By rusa
More Articles …
- ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაუყოვნებლივ დაიწყება
- ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე ავარიის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა
- თავდასხმა თეირანის ცენტრში - მოკლულია ირანის უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე
- დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება
Page 114 of 206