Featured Articles
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 21 იანვარს, ინაუგურაციისთანავე, ჩიკაგოში მასშტაბური საიმიგრაციო რეიდის დაწყებას გეგმავს. ოპერაცია ერთი კვირა გაგრძელდება და მიზნად ისახავს არალეგალი მიგრანტების იდენტიფიცირებასა და დეპორტაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეიდის ჩასატარებლად დაგეგმილია აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის 100-დან 200-მდე თანამშრომლის მობილიზება. რეიდის მთავარი სამიზნე იქნება კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები, მათ შორის ისინიც, ვინც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები ან ჩაიდინა სხვა დანაშაულები, რომლებსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დევნისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნევდა.
ჩიკაგო ასეთი რეიდისათვის აირჩიეს ორი მიზეზის გამო: თავისი შედარებით ლოიალური წესების გამო ქალაქი მიგრანტების დიდ რაოდენობას იზიდავს, ხოლო დონალდ ტრამპსა და ქალაქის მერს, დემოკრატ ბრენდონ ჯონსონს შორის დიდი ხნის საზოგადოებრივი დაპირისპირება არსებობს.
Wall Street Journal-ი თანახმად ჩიკაგოს შემდეგ, მსგავსი რეიდები შეიძლება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში განხორციელდეს.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ დაიწყებს "ყველაზე დიდ დეპორტაციის პროგრამას შეერთებული შტატების ისტორიაში", რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნიდან 15-დან 20 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას თეთრ სახლში პირველივე დღიდან დაიწყებს.
რადიო თავისუფლება
- Details
- By rusa
ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე მომხდარ ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მძიმედ.
ინციდენტი მოხდა ასტუნის სათხილამურო კურორტის საბაგიროზე, რომელიც ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს.
რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ცხრა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ესპანური მედია იუწყება, რომ დაახლოებით 80 ადამიანი კვლავ საბაგიროზე რჩება.
ინციდენტის მიზეზი ამჟამად უცნობია.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ხალხი, რომელიც საბაგიროს ახლოს მიწაზე წევს. ასევე ჩანს ვერტმფრენი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ „შეძრულია ამ ავარიის შესახებ ცნობით“. „ჩვენი თანაგრძნობა დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“,- განაცხადა მან.
- Details
- By iaiaia
თეირანის ცენტრში, იუსტიციის დეპარტამენტის წინ, მოსამართლეებზე თავდასხმა მოხდა. ირანული მედიის ცნობით, მოკლულია ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.
მოკლული მოსამართლეები ტერორიზმისა და ჯაშუშობის საქმეებს განიხილავდნენ.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება.
როგორც მედია წერს, 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.
- Details
- By iaiaia
კიევზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
უკრანის დედაქალაქში, რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები, გაჩნდა რამდენიმე ხანძარი. იერიშის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის, მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიასთან“.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში შევჩენკოს რაიონში, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დესნიანსკის რაიონში ჩამოვარდა რაკეტის ნამსხვრევები.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 115 of 206