Featured Articles
როგორც თურქეთის “სამართლიანობის და განვითარების პარტიაში” ამბობენ, პარტიის დღის წესრიგში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქვეყნის მმართველად შენარჩუნება დგას. ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი მმართველია, რომელსაც ქვეყნის სადავეებთან 2003 წლიდან ვხვდებით, ჯერ როგორც პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი, როგორც პრეზიდენტს. ბოლოს, ერდოღანი პრეზიდენტად 2023 წელს აირჩიეს და ეს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადაა, რაც კონსტიტუციურ მაქსიმუმს წარმოადგენს. გამოდის, რომ თუ “სამართლიანობის და განვითარების პარტიას” სურს, ქვეყნის მმართველად რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარჩეს, ქვეყნის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს.
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს ჩატარდება და თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მონაწილეობა სურს, პარტიამ კონსტიტუცია მანამდე უნდა შეცვალოს. თურქეთის კანონმდებლობით, კონსტიტუციის შესაცვლელად პარტიას 600-ადგილიან პარლამენტში სულ მცირე 360 პარლამენტარი სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებაში “სამართლიანობის და განვითარების პარტიის” მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, რადგან ახლა, ერდოღანის პარტიას და მის მოკავშირეებს პარლამენტში 321 წევრი ჰყავთ.
- Details
- By ani
აშშ სანქციებს უწესებს 250-ზე მეტ პირსა და საწარმოს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და მის სამხედრო სამრეწველო ბაზის მხარდაჭერაშია ჩართული.
სანქციების სიაში არის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური". ეს არის რუსული იურიდიული პირი, ის შექმნილია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც ამჟამად მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლქვეშ.
გარდა ამისა, სანქციები შეეხო რუსეთის რამდენიმე ქარხანას, ასევე "პოჩტა-ბანკს".
შეზღუდვები ასევე შეეხო კომპანიებს ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან.
- Details
- By ani
ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია აშშ-ის და არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება.
ისრაელის მედიის თანახმად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ „პასუხისმეგებლობით“ უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.
- Details
- By ani
ისრაელი უნდა გავიდეს სირიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე შედეგები უარყოფითად აისახება ყველაზ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ძალებმა, რომლებიც თავს ესხმიან სირიის მიწებსა და ხალხს, განსაკუთრებით ისრაელმა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს აგრესიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე შედეგები, რაც გამოვა, უარყოფითად აისახება ყველაზე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის დამყარება ღაზაში, სადაც გენოციდი და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება 15 თვის განმავლობაში, შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ რეგიონში.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივიღებთ დადებით სიახლეებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
- Details
- By ani
სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავებას, რათა თავიდან აიცილოს ძალადობრივი ესკალაცია. პრეზიდენტის თქმით, ეს დაკავება უკანონო იყო.
სამართალდამცველები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაკავებას მეორედ ცდილობდნენ.
პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამართალდამცელი განალაგა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან იუნ სოკ იოლის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 118 of 206