Featured Articles
გაზეთმა Financial Times, 2024 წლის შედეგებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სია შეადგინა. რეიტინგში მოხვდნენ სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, რომელთახმები და სახელები წელს ყველაზე ხმამაღლა ჟღერდა და რომლებმაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები გაახმოვანეს. გავლენიანი ქალების 25-კაციანი სია სამ კატეგორიად არის დაყოფილი: „შემქმნელები“, „ლიდერები“ და„გმირები“. პირველ კატეგორიაში შემოქმედებითი პროფესიის ქალები გამოარჩიეს - მათ შორის, მომღერალი ტეილორ სვიფტი, პალესტინელი მომღერალი ალიანა, ირლანდიელი მწერალი სალი რუნი, მსახიობი ემა სტოუნი, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ჩემენა ჰამანი და ნიგერიაში დაბადებული შეფმზარეული და ლონდონში რამდენიმე რესტორნის დამაარსებელი ადეხოკე ბაკარი.
„გმირების“ ნომინაციაში მოხვდენ - ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია, ვიდეობლოგერი ღაზიდან ბისან ოვდუ, რომლის დოკუმენტურმა ფილმმაც„ემის“ ჯილდო დაიმსახურა. ასევე, სიაში არიან ფრანგი ჟიზელ პელიკო, პარიზის მერი ან იდალგო, ინდოელი მწერალი არუნდატი როი და ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია.
„ლიდერის“ კატეგორიაში შევიდნენ ევროკომისარი მარგარეტ ვესტაგერი, დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერი რეიჩელ რივზი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მექსიკის ახალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და ლონდონის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი და ლგბტ-აქტივისტი ჟულია ჰოგეტი.
- Details
- By rusa
ხორვატიაში არჩევნები მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორიან მილანოვიჩმა მოიგო. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 74 პროცენტზე მეტი აიღო.
პრეზიდენტსა და პრემიერს სორის პოლიტიკური დაპირისპირებაა ქვეყნის შიდა საკითხებსა და საგარეო კურსთან დაკავშირებით, კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს კანონებზე ვეტოს დადების უფლება, ასევე არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და უშიშროების საკითხებზე.
- Details
- By rusa
5 იანვრიდან ქერჩის სრუტეში მაზუთის დაღვრის შედეგად დაღუპული დელფინების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ იტყობინება დელფინების გადარჩენის სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“.
მათი მონაცემებით, სულ ნაპოვნია 58 მკვდარი დელფინი. ცხედრების მდგომარეობიდან ჩანს, რომ დელფინები დაიღუპნენ არაუმეტეს 3 კვირის განმავლობაში.
ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ნავთობის ჩაღვრის გამო შექმნილი ეკოლოგიური ვითარება შეიძლება გაუარესდეს და დაბინძურების მასშტაბმა მიაღწიოს ისეთ დონეს, როგორიც უკვე დაფიქსირდა კრასნოდარის მხარეში.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Krym.Realii იტყობინებოდა, 2024 წლის 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა მაზუთით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა.
ზღვაში გასვლის შედეგად „დელფას“ თანამშრომლებმა ნაპირიდან 5 კილომეტრში ტანკერის ჩაძირვის მიდამოში შეამჩნიეს დელფინები, რომლებიც მაზუთით დაბინძურებულ წყალში ცურავდნენ.
„დელფა“ ასევე იტყობინებოდა, რომ რუსული ტანკერების ჩაძირვის შემდეგ, 5 იანვრის მდგომარეობით, იპოვეს 61 მკვდარი ვეშაპისებრი, რომელთაგან 32-ის დაღუპვა სავარაუდოდ შავ ზღვაში საწვავის ჩაღვრას უკავშირდება.
რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა დაადასტურა, რომ 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში ტანკერის ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა.
- Details
- By iaiaia
ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომელიც 2024 წლის 27 მაისის შეთანხმებას ეფუძნება. ამასთან, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასადის რეჟიმის დაცემა და რეგიონში ირანის ძალაუფლების შესუსტება.
„ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, რაც შესაძლებელი გახდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- Details
- By iaiaia
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორი კანდიდატს შორის მოუწევს. ესენი არიან: მოქმედი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი და მისი კონკურენტი, დრაგან პრიმორაკი.
არჩევნების პირველი ტური 29 დეკემბერს გაიმართა, ზორან მილანოვიჩს გამარჯვებისთვის ხმების 1% დააკლდა, მან ხმათა 49,2% მოიპოვა.
- Details
- By rusa
More Articles …
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავენ - კალასი
- აფეთქება ჩეხეთის რესტორანში - დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა ადამიანი
- არცერთი ქვეყანა აღარაა რუსეთის იმპერიის ნაწილი..ვლადიმერ, იდიოტი ხარ - ჯონსონი
- ხანძარი ლოს ანჯელესში - დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
Page 120 of 206