Featured Articles
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს შეხვდებიან სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხის განსახილველად. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერ-რიადში მიმავალ გზაზე განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართება:
„ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იმ დროისთვის შევძლოთ ამ საკითხზე ფაქტობრივი გადაწყვეტილების მიღება“
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ამბოხებულებმა 8 დეკემბერს დაამხეს.
- Details
- By rusa
ჩეხეთის ქალაქ მოსტში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა.
ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
სახანძრო სამსახურის განცხადებით, გამათბობელის გადახურების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რასაც სავარაუდოდ რესტორნის აფეთქება მოყვა.
- Details
- By rusa
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. განცხადება ჯონსონმა ლიეტუვის საინფორმაციო სააგენტო „დელფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რომლის დროსაც მან ვლადიმირ პუტინს იდიოტი უწოდა.
„იცით, ოდესღაც იმპერია გვქონდა, რომელიც შვიდჯერ დიდი იყო ვიდრე რომის იმპერია. ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია იყო. დღეს მისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა, მაგრამ კმაყოფილები ვართ პოსტიმპერიალისტური როლით. რასაც პუტინი აკეთებს, არქაული და ბარბაროსულია. მან უნდა გაიგოს, რომ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, არცერთი ეს ქვეყანა აღარაა რუსეთის იმპერიის ნაწილი და იგივე ეხება უკრაინას. ეს დასრულდა, აღარ არის იმპერია ვლადიმერ, იდიოტი ხარ“, - აცხადებს ჯონსონი.
- Details
- By rusa
ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო თერთმეტი – ქალაქ პასადენას სამხრეთით,თუმცა ვარაუდობენ რო რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია თხუთმეტი ათასზე მეტი სახლი. 100 000-ზე მეტი ადამიანი კი კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ რჩება.
- Details
- By rusa
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს უკრაინის ნატოში არშესვლისა და სამხედრო ალიანსის ძალების აღმოსავლეთ საზღვრებიდან გაყვანის გარანტიების განხილვას გეგმავს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს რამდენიმე რუსულ წყაროზე დაყრდნობით, მათ შორის თანამოსაუბრეზე, რომელმაც ეს საკითხი პუტინთან განიხილა.
"მას სურს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგის წესები ისე, რომ რუსეთს საფრთხე არ შეექმნას. ის ძალიან შეშფოთებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიო ომის შემდეგ... ტრამპს, თავის მხრივ, სურს თავად შეამციროს ნატოს როლი. სამყარო იცვლება, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა წყარომ.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ პუტინი მზად არის ტრამპთან შესახვედრად. ასე გამოეხმაურა იგი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც ადრე გამოაცხადა რუსული და ამერიკული მხარეების მუშაობა სამიტის ორგანიზებაზე.
მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, რომ 24 საათში დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინასთან, ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში საომარი მოქმედებების დასრულების უფრო რეალისტურ ვადად ექვსი თვე დაასახელა, - წერს Financial Times-ი.
ევროპელი ლიდერები და ოფიციალური პირები ტრამპს და მის გუნდს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ეს, მათი აზრით, ხელს შეუწყობს კიევის პოზიციის გაძლიერებას სამშვიდობო მოლაპარაკებებში და წაახალისებს მოსკოვს დიალოგში ჩართვაში.
- Details
- By Sali
More Articles …
- ლიეტუვაში სამეფო საგანძური აღმოაჩინეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადამალეს
- ჯო ბაიდენი აშშ-ის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით 15 იანვარს მიმართავს
- ლოს-ანჯელესში ქარი შედარებით ჩადგა და მეხანძრეებმა ზოგიერთი ალმოდებული მონაკვეთის კონტროლი შეძლეს
- ჯუდ ლოუ შეასრულებს პუტინის როლს ფილმში „კრემლის ჯადოქარი“
Page 121 of 206