Featured Articles
სამეფო საგანძური, რომელიც ვილნიუსის ერთ-ერთი ტაძრის სამალავში იპოვეს, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო დამალული და შუასაუკუნეების ევროპელ მმართველებს ეკუთვნოდა, - იუწყება CNN-ი.
სამეფო საგანძური მოიცავდა გვირგვინს, რომელიც ლიეტუვის დიდ მთავარს და მოგვიანებით პოლონეთის მეფეს, ალექსანდრე I იაგელონს (1461–1506 წწ.) ეკუთვნოდა. აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ოქროს ძეწკვი, მედალიონი, ბეჭდები, სკიპტრა და ა.შ.
ვილნიუსის მთავარეპისკოპოსის გინტარას გრუშასის თქმით, აღმოჩენილი ძვირფასეულობა, რომელიც ლიეტუვის და პოლონეთის მონარქებს ეკუთვნოდა ფასდაუდებელი ისტორიული საგანძურია.
სამომავლოდ იგეგმება 85 წლის წინ დამალული ნივთების რესტავრირება, რის შემდეგაც საზოგადოებას წარუდგენენ.
პირველად ეს ისტორიული საგანძური ტაძრის სამარხავში 1931 წელს აღმოაჩინეს, როდესაც წყალდიდობის შემდეგ დასუფთავების სამუშაოები ტარდებოდა. არტეფაქტები გაასუფთავეს და საზოგადოებას წარუდგინეს. 1939 წელს ისინი გაზეთებში შეახვიეს და გადამალეს. შემდეგ სამეფო საგანძური უკვე 2024 წლის სექტემბერში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იპოვეს.
- Details
- By Sali
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს. ეს იქნება ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა.
ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მოსახლეობას ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს.
მანამდე ჯო ბაიდენმა გააუქმა ევროკავშირში თავისი ბოლო ვიზიტი, რომელიც იტალიაში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი. მიზეზი კალიფორნიაში მძვინვარე ფართომასშტაბიანი ხანძრებია.
- Details
- By ani
ლოს-ანჯელესში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს, ქარი შედარებით ჩადგა და მეხანძრეებმა ზოგიერთი ალმოდებული მონაკვეთის კონტროლი შეძლეს, - იუწყება BBC-ი.
ლოს-ანჯელესის ზოგიერთ რაიონში გამოცხადებულია კომენდანტის საათი, რათა მაროდიორებს არ მიეცეთ საშუალება გამოიყენონ არსებული მდგომარეობა. ამ მიზნით, კონკრეტულ რაიონებში 210 პოლიციელი პატრულირებს.
ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულია 180 000-მდე ადამიანი. 11 ადამიანი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ გამორიცხა, რომ მსხვერპლის რიცხვი იმატებს, თუმცა, რამდენით, ამის თქმა ჯერჯერობით, ძნელია.
ბოლო მონაცემებით, ლოს -ანჯელესში სამი ძლიერი ხანძრის კერაა. ყველაზე მასშტაბური ხანძარი Pacific Palisades-ის რაიონში მძვინვარებს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლებია განთავსებული. რაიონის ტერიტორია 82,5 კილომეტრს მოიცავს, მეხანძრეები კი ამ ტერიტორიის მხოლოდ 8%-ს აკონტროლებენ.
კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი „ითონი“ დაახლოებით 65 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. მეხანძრეები ამ ტერიტორიის მხოლოდ 3%-ს აკონტროლებენ. მესამე ხანძარი - „კენეტი“ 4 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული და მისი 35%-ი კონტროლს ექვემდებარება.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების თქმით, კიდევ ორი სხვა ხანძარი, რომლებსაც „ჰერსტი“ და „ლიდია“ უწოდეს, პრაქტიკულად მთლიანად კონტროლს ექვემდებარება.
ამერიკული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ქარის სიჩქარე ბოლო დღეების განმავლობაში 130 კმ/სთ-ში აღწევდა. უქმეებზე მისი სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შემცირდება.
- Details
- By Sali
ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრულებს ვლადიმერ პუტინის როლს ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასსაიასის ფილმში „კრემლის ჯადოქარი“. ჯულიანო და ემპოლის რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის მაისში, ამის თაობაზე წერდა ჟურნალი Variety.
ფილმში მოთხრობილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კარიერის შესახებ, რომელიც პოლიტტექნოლოგის საფეხურიდან დაიწყო.
ჯუდ ლოუ ჟურნალ Deadline-თან ყვება, რომ უკვე დაიწყო როლზე მუშაობა: „ახლა თითქოს ევერესტის ძირში ვდგავარ, ვიყურები მაღლა და ვფიქრობ, ღმერთო, რატომ დავთანხმდი ამას“. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები ალისია ვიკანდერი, პოლ დანო, ზაკ გალიფიანაკისი და ტომ სტარიჯი. ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება.
ჯულიანო და ემპოლის რომანს მიღებული აქვს საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი. ასევე იყო გონკურის პრემიის ფინალისტი.
71 წლის პუტინი თითქმის 25 წელია მართავს რუსეთს. გასულ წელს მან ექვსწლიანი ვადით მეხუთედ დაიკავა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა.
რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, Голос-ის(ხმა) ინფორმაციით, პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა. Голос-ის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში.
ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.
პუტინი თითქმის სამი წელია ომს აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- Details
- By Sali
იაპონურმა კომპანიამ - Science Co., წარადგინა სარეცხი მანქანის პროტოტიპი, რომელიც ადამიანისთვის არის განკუთვნილი. მოწყობილობას, სახელწოდებით - Mirai Ningen Sentakuki, შეუძლია ადამიანი „გარეცხოს“ და გააშროს, სულ რაღაც 15 წუთში. სიახლე კაბინას წარმოადგენს, რომელიც წყლით ივსება, როცა მომხმარებელი შიგ ჩაჯდება. მასში ჩამონტაჟებული გადამცემები პულსსა და სხვა ბიოლოგიურ პარამეტრებს აღრიცხავენ და უზრუნველყოფენ კომფორტული ტემპერატურის მქონე წყლით. გარდა ამისა, მინაზე სხვადასხვა გამოსახულების პროექცირება ხდება, რათა ადამიანს მოდუნებაში დაეხმაროს. სარეცხი მანქანის ტესტირებას კომპანია მომავალს წელს, ოსაკას ტექნოლოგიურ გამოფენაზე გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ყოველდღიურად რვა ადამიანს შეეძლება 15-წუთიანი „რეცხვა-გაშრობის“ სერვისით ისარგებლოს. რა იქნება მისი ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 122 of 206