Featured Articles
აშშ-ში, სწავლულებმა მაღალტექნოლოგიური ბოთლი LifeFuels წარადგინეს, რომელიც მის მფლობელს არა მხოლოდ კარნახობს, როდის არის დალვის დრო, არამედ, თავად უმზადებს მას გემრიელ და სასარგებლო სასმელს. მოწყობილობა წყალში ამატებს წინასწარ მომზადებულ და გაზომილ რაოდენობას კონცენტრატებისა. საამისოდ, ბოთლის სახურავზე არის ხუთი სპეციალური ადგილი სხვადასხვა დანამატისთვის.
„ბლუთუსით“ სმარტფონთან კავშირი შესაძლებლობას იძლევა გაიგოთ, რამდენი წყალი და როგორი (ქოქოსის გემოთი თუ სხვაგვარი) დაილია ერთი დღის განმავლობაში. ბოთლს მუშაობა თავადაც შეუძლია, სმარტფონის გარეშე. სამართავად მას დისპლეიც აქვს. „ჭკვიანი“ ბოთლის დამუხტვა მის მფლობელს რამდენიმე დღეში ერთხელ მიუწევს, იმისდა მიხედვით, რა დატვირთვით იმუშავებს მოწყობილობა. პროექტის ავტორებმა უკვე დადეს ხელშეკრულება სხვადასხვა სასმელის 40-მდე მწარმოებელთან. როდის გამოვა „ჭკვიანი“ ბოთლი გაყიდვაში, ჯერჯერობით, უცნობია.
- Details
- By iaiaia
გერმანიაში, Ketterer-ის აუქციონზე, ამერიკელი მხატვრის, რობერტ რაიმანის სურათი გაიყიდება, სახელწოდებით - „გენერალი 52X52“. ის მილიონიდან 1.5 მილიონ დოლარამდე არის შეფასებული. კვადრატული ფორმის ნახატი 1970 წელს არის შესრულებული ემალის გამოყენებით, რომელიც ბამბის ქსოვილზეა დატანილი. ბერლინში გამართულ წინასწარ ჩვენებაზე ნახატი არც კი წარადგინეს, შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 50 წლის ხელოვნების ნიმუში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“. რობერტ რაიმანი, რომელიც ჯაზის მუსიკოსია და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი, არასდროს ცდილობს, საკუთარ ნამუშევრებს მითიური ან რამეს თხრობითი მნიშვნელობა მიანიჭოს. მისი ნახატები ხელოვნების ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს, ზოგიერთი ნამუშევრის ფასი 20 მილიონ დოლარსაც აღწევს.
- Details
- By iaiaia
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 25-მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილება დღეს, 10 იანვარს გახდა ცნობილი როდესაც მადურო საპრეზიდენტო ფიცს დებს.
ჯილდოები ასევე დაწესებულია ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოს დაპატიმრებას ან მსჯავრდადებას.
15-მილიონ დოლარამდე ჯილდოა დაწესებული თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოსთვის.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.
- Details
- By iaiaia
აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
იურიდიულ პირებს შორის სანქციების სიაში მოხვდნენ: „გაზპრომ ნეფტი“, „სურგუტნეფტეგაზი“ და მათი შვილობილი კომპანიები; რუსულ-სერბული ნავთობკომპანია „ნისი“, დაახლოებით 100 ხომალდი, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებაში და დაკავშირებულია „სოვკომფლოტთან“, „როსნეფტთან“ და „გაზპრომ ნეფტთან“. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ მოსკოვის და ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, 30-ზე მეტი რუსული ნავთობმომსახურების კომპანია, კომპანია „ოლარული ლითიუმი“, „გაზპრომისა“ და „ნოვატეკის“ გაზის გათხევადების ქარხნები ლენინგრადის რეგიონში.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ახალი ამერიკული სანქციები შეეხო: „როსატომის“ ხელმძღვანელ ალექსეი ლიხაჩევს; რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებს, რომან მარშავინს და ედუარდ შერემეცევს, „ბაშნეფტის“ და „ზარუბეჟნეფტის“ ხელმძღვანელებს, ვლადიმერ ჩერნოვს და სერგეი კუდრიაშოვს; „გაზპრომ ნეფტის“ და „ლუკოილის“ ხელმძღვანელებს, ალექსანდრ დიუკოვს და ვადიმ ვორობიევს.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სანქციების პოლიტიკა. შესაბამისად, ახლა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც მუშაობდა ან აგრძელებს მუშაობას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან.
- Details
- By iaiaia
ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენი დაბომბა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს 20-მა საჰაერო აპარატმა, მათ შორის ავიაგამანადგურებლებმა, საწვავის შემავსებელმა თვითმფრინავებმა და სადაზვერვო თვითმფრინავებმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო 50-მდე საბრძოლო მასალა სამ მთავარ სამიზნეზე. ესენია: ჰეზიაზის ელექტროსადგური დედაქალაქ სანასთან ახლოს და ინფრასტრუქტურა ჰოდეიდასა და რას ისა პორტებში იემენის დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იემენელი „ჰუსიტები“ კვლავ გადაიხდიან საფასურს ისრაელზე თავდასხმისთვის.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ იემენის ტერიტორიაზე ავიაიერიშები განახორციელეს აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- ტრამპი ერთ-ერთ საქმეზე დამნაშავედ ცნეს, თუმცა გაათავისუფლეს ნებისმიერი სასჯელისგან
- უკრაინამ G7 სესხის ფარგლებში პირველი 3 მილიარდი ევრო მიიღო - სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება
- ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს
- 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს FBI-ს ყოფილ ინფორმატორს, რომელმაც ბაიდენების შესახებ იცრუა
Page 123 of 206