Featured Articles
ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. პარალელურად ხდება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმირებაც.
ამასთან, ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ცეცხლის დანთებაში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში.
ლოს ანჯელესის ოლქში ხანძარი მიმდინარე კვირას გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
- Details
- By iaiaia
ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში, ავტოსკოლა დახურეს, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე იყო განთავსებული. ავტოსკოლა „კანციაომ“ სავარჯიში მოედანი შვიდსართულიანი კორპუსის თავზე მოაწყო. ავტოდრომი ყველა წესის დაცვით იყო დახაზული: გასაჩერებელი ადგილები, მოსახვევები, „ზმეიკა“ და სხვა საჭირო ნახაზი, მანქანის მართვის უნარების განვითარებისთვის. სკოლის მესვეურები დარწმუნებლნი იყვნენ ავტოდრომის უსაფრთხოებაში - სახურავი შემოღობილი გვაქვსო. თუმცა, ტრანსპორტის სამმართველოს თანამშრომლები ასეთმა უსაფრთხოებამ არ დააკმაყოფილა და ავტოსკოლა დახურეს. სოციალურ ქსელში ამბის გახმაურების შემდეგ, მომხმარებლები წერდნენ - ამ ავტოსკოლაში მანქანის ტარებას თუ ვერა, ფრენას მაინც ისწავლითო.
- Details
- By Sali
კანადის დედაქალაქში, სატესტო რეჟიმში გაუშვეს უპილოტო ავტობუსები. ცდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი კომპანია EasyMile-მ შეიმუშავა. მარშრუტის სიგრძე, რომელიც სამთავრობო კვარტალზე გადის, 1.5 კილომეტრს შეადგენს. ავტობუსებს გზად 4 გაჩერება აქვთ. ცდების მიზანია, აჩვენონ, როგორ მუშაობს ავტობუსი მძღოლის გარეშე ნამდვილ, საგზაო პირობებში, გააანალიზონ მათი გამოყენების ეფექტურობა და შშმ პირებისთვის მათი ხელმისაწვდომობა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უპილოტო ავტობუსის მგზავრები, ჯერჯერობით, მხოლოდ პროექტის ავტორები და მძღოლები არიან, ყოველი შემთხვევისთვის.
- Details
- By Sali
თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ, ან უბრალოდ, შეზღუდული სივრცე გაქვთ სახლში, თქვენთვის ყოველი ახალი წელი, ლამის კოშმარად იქცევა, ხოლმე - ნაძვის ხის დადგმა გამოსაჩენ ადგილას გსურთ, არადა, ის იმხელა ადგილს იკავებს, რომ მერე ოთახში გავლაც კი ძნელია. ჩანს, ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია და ამიტომ, კომპანიამ Hammacher Schlemmer, მისი გადაწყვეტის გზა გამონახა - ეს ნახევარი ნაძვის ხეა. მისი წარმოდგენილი ხეები Against The Wall Christmas Tree (კედლის ნაძვის ხე) სიმაღლით თითქმის 2 მეტრია, იდეალურია მცირე ფართისთვის და ისეა აწყობილი, რომ მინიმალურ ადგილს იკავებს. თუმცა, რაც შეეხება ფასს, ის ნამდვილად არ არის მინიმალური - ნახევარი ნაძვის ხე მსურველს 249.95 დოლარი დაუჯდება.
- Details
- By Sali
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ილონ მასკის მხრიდან საერთაშორისო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევაზე საუბრისას ჯორჯ სოროსი გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„მასკი ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანია, რომელიც გამოხატავს თავის პოზიციას. მაგრამ ის არ არის პირველი და ერთადერთი, ვინც ამას აკეთებს. ბევრი ცნობილი და მდიდარი ადამიანი მინახავს, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს გამოხატავენ. პრობლემა ის არის, რომ ბევრი იყენებს ამ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინოს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკაზე. მასკი ამას არ აკეთებს. მე არ მსმენია მის მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. ამას აკეთებს ჯორჯ სოროსი. ეს ეროვნული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევაა“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 125 of 205