Featured Articles
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელად მილიარდერი ასტრონავტი, კოსმოსური ტურისტი, ჯარედ აიზეკმანი დაასახელა. „მოხარული ვარ, NASA-ს ხელმძღვანელად აღიარებული ბიზნეს-ლიდერი, ქველმოქმედი, მფრინავი და ასტრონავტი ჯარედ აიზეკმანი დავასახელო. ის სააგენტოს მისიას კრეატიულობითა და შთაგონებით უხელმძღვანელებს და გზას გაუხსნის რევოლუციურ წინსვლას კოსმოსურ მეცნიერებაში“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში. თუკი სენატი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, აიზეკმანი, რომელსაც მთავრობასა და პოლიტიკაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, NASA-ს 25-მილიარდიან ბიუჯეტს გააკონტროლებს. სააგენტოს ამჟამად ბილ ნელსონი ხელმძღვანელობს. რამდენიმე თვის წინ, აიზეკმანმა პირველ კომერციულ კოსმოსურ მისიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც არაპროფესიონალი ასტრონავტები ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ.
- Details
- By Sali
Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომის პაპ ფრანცისკეს G-Class-ის ახალი ელექტრო-კაბრიოლეტი გადასცა. საავტომობილო კომპანია, ეგრეთ წოდებულ, პაპ-მობილებს უკვე ასი წელია, აწარმოებს. აქამდე პაპი ყოველკვირეული საერთო აუდენციის დროს, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს იყენებდა. ახალ ავტოზე, რომელსაც პონტიფიკოსის საჭიროებები უნდა დაეკმაყოფილებინა, Mercedes-Benz ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ვატიკანის წარმომადგენლებთან ერთად. ერთ-ერთი პრიორიტეტი ნულოვანი გამონაბოლქვი იყო. ახალი კაბრიოლეტი მბრუნავი სავარძლით არის აღჭურვილი. სავალი ნაწილებიც სპეციალურად, წმინდა პეტრეს მოედანზე ნელი მოძრაობებისთვის არის შექმნილი. უამინდობის შემთხვევისთვის, ფრანცისკეს ახალ ავტომობილს მოძრავი სახურავიც აქვს. ტრადიციის მიხედვით, კაბრიოლეტი თეთრია და სანომრე ნიშანს - SCV 1-ს ატარებს, რაც ვატიკანის თეოკრატიულ სახელმწიფოზე მიანიშნებს.
- Details
- By Sali
უკრაინაში გლოვის დღეა. საოკუპაციო რეჟიმის თავდასხმას ზაპოროჟიეში 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 29 პირი. რუსეთმა საცხოვრებელ კორპუსებს ორი მართვადი ავიაბომბი ესროლა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ექიმები დაშავებულების გადარჩენას ადგილზე ცდილობდნენ.
მომხდარს გამოეხმაურა ზელენსკი, რომელმაც დაწერა, რომ არ არსებობს იმაზე მეტი სისასტიკე, ესროლო ავიაბომბი ქალაქს და იცოდე, რომ ამით მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდება.
- Details
- By Sali
ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 130,000 ადამიანს სავალდებულო ევაკუაციის წესით ადგილმდებარეობა უკვე დაატოვებინეს. ინფორმაციას, AP News ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება და სულ მცირე, ხანძრის ექვსი კერა მძვინვარებს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის არცერთი კერა არ არის ლოკალიზებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრების შედეგად შექმნილი კრიზისის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა, 8 იანვარს გააკეთა.
- Details
- By Sali
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მმართველმა კოალიციამ განაცხადა.
მმართველმა კოალიციამ ორტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების – 4 და 18 მაისს ხელახლა ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დარჩება.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.
- Details
- By Sali
More Articles …
- კაპიტოლიუმის შენობაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დანა ჰქონდა
- ბაიდენმა ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა
- შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი - მასკი ტრუდოს
- Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამაში ცვლილებებს თავდაპირველად აშშ-ის ტერიტორიაზე გაავრცელებს
Page 126 of 205