Featured Articles
პოლიციამ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დააკავა მამაკაცი, რომელსაც მაჩეტე და სამი დანა ჰქონდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელში, სკანირების აპარატმა მაჩეტე აღმოაჩინა, ხოლო დანები კი მამაკაცის ჩანთის შემოწმებისას აღმოაჩინეს.
მამაკაცი, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ასახელებს, საშიში იარაღების ტარების ბრალდებით დააკავეს.
დაკავება მოხდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაპიტოლიუმში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სადაც ტრამპს რესპუბლიკელებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის მთელ შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და ფედერალური დახმარების შესახებ განკარგულება გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ბაიდენი ლოს-ანჯელესში იყო ჩასული, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნო. ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შედეგ აშშ-ის პრეზიდენტმა იტალიაში მისი დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ორი ადამიანი უკვე ემსხვერპლა, ხოლო 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
- Details
- By Sali
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს გოგონათი მიმართა და აღნიშნა, რომ ის აღარ არის კანადის მმართველი.
„გოგონი, შენ კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, შესაბამისად, აზრი არ აქვს, რას იტყვი“, - დაწერა მასკმა.
ცნობისთვის, 6 იანვარს ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს. 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს.
- Details
- By ani
კომპანია META ე.წ. ფაქტჩექინგის [ფაქტების გადამოწმების] პროგრამას, საზოგადოების შენიშვნების [Community Notes] სისტემით ანაცვლებს - ისეთივე სისტემით, როგორიც პლატფორმა X-ზეა - ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დროა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის კუთხით. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს საზოგადოების შენიშვნებით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ვფოკუსირდებით შეცდომების შემცირებაზე." ამბობს ცუკერბერგი.
ცვლილებები თავდაპირველად, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელდება.
"ფაქტ-ჩექერები" პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა" ამბობს ცუკერბერგი.
მისივე თქმით, Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის პოსტებს კვლავ წინ წამოწევენ.
ფაქტების გადამოწმების სისტემა 2016 წელს ამოქმედდა და სოციალურ ქსელებში განთავსებული კონტენტის სამართავად და პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
- Details
- By ani
მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.
ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა ერთმანეთის პარტნიორები არიან სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში.
მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.
„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.
- Details
- By ani
More Articles …
Page 127 of 205