Featured Articles
უკრიანამ რუსეთის მიერ გაშვებული 64 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41 ჩამოაგდო.
უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, 22 დრონი დაიკარგა, რომელთაგან 3 რუსეთის ხოლო 1 ბელარუსის ტერიტორიისკენ გაფრინდა.
რუსმა ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელის, კურსკის, ბრაიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდასხმა პოლტავის, სუმის, ხარკივის, ჩერკასის, ჩერნიჰივის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და კიროვოგრადის რეგიონებში მოიგერიეს.
- Details
- By ani
სულ მცირე, 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.
სტიქიური უბედურების ზონაში მეორე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული სამხედროც მონაწილეობს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში დანგრეული და დაზიანებულია 3600-ზე მეტი სახლი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 400-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 30 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 7 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალში, ინდოეთსა და ბჰუტანშიც.
- Details
- By ani
რთული სათქმელია, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები ევროკომისიასთან, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
„რთული სათქმელია, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები ევროკომისიასთან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გასული წელი იმედგაცრუებებით სავსე წელი იყო“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
- Details
- By ani
ორშაბათს პაპმა ფრანცისკემ დაასახელა პირველი ქალი, რომელიც, რომელიც ვატიკანის დიდ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. იტალიელი მონაზონი სიმონა ბრამბილა იმ დეპარტამენტის პრეფექტი იქნება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ყველა რელიგიურ ორდენზეა პასუხისმგებელი.
ეს დიდი ნაბიჯია ფრანცისკეს მიზნისკენ, ქალებს ეკლესიის მართვაში მეტი როლი მიანიჭოს. ვატიკანის ზოგიერთ ოფისში ქალები მეორე პოზიციებზე უკვე მსახურობდნენ, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ცენტრალურ მმართველ ორგანოში ქალი პრეფექტი არასდროს ყოფილა.
ბრამბილას დანიშვნის ისტორიული ბუნება ვატიკანის მედიამ დაადასტურა და ცნობა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა „მონაზონი სიმონა ბრამბილა ვატიკანში პირველი ქალი პრეფექტია“.
ეს ვატიკანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფისია და ყველა რელიგიურ ორდენს ზედამხედველობს, იეზუიტებიდან ფრანცისკანელებამდე და უფრო მცირე ახალ მოძრაობებამდე.
დანიშვნის სიახლის და თანმდევი თეოლოგიური შედეგების აღსანიშნავად, ფრანცისკემ იმავდროულად დაასახელა თანა-ლიდერი, ანუ „პროპრეფექტი“, რაც თეოლოგიურად საჭიროა, რადგან პრეფექტს უნდა შეეძლოს წირვა და წმიდა საიდუმლოსთან დაკავშირებული სხვა რიტუალების ჩატარება, რაც ამჟამად მხოლოდ კაცებს შეუძლიათ.
ფრანცისკემ ბრამბილას პრეფექტად დანიშვნა შესაძლებელი გახადა ეკლესიის საფუძველი კონსტიტუციის რეფორმით, რომელიც მან 2022 წელს გაატარა. რეფორმა არახელდასმულ ადამიანებს, მათ შორის ქალებს, პრეფექტად მსახურების საშუალებას აძლევს.
თუმცა ფრანცისკემ შეინარჩუნა აკრძალვა ქალების მღვდლობაზე და ქალების დიაკვნად ხელდასმის იმედები გააქრო.
- Details
- By ani
ტყის ხანძრები აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში- CNN-ის ინფორმაციით, ევაკუირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
კროულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორ გევინ ნიუსომის ინფორმაციით, ხანარმა უკვე გაანადგურა ბევრი შენობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 200 ათასამდე სახლს და სხვა შენობებს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
- Details
- By ani
More Articles …
Page 128 of 205