Featured Articles
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა [OFAC] უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და თანაპარტიელს ანტალ როგანს კორუფციისთვის მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა.
მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს როგანმა მოაწყო სისტემა, რომლითაც საჯარო კონტრაქტებსა და რესურსებს თავის ერთგულ და პარტია ფიდესთან დაახლოებულ პირებზე ანაწილებდა. სქემები მიზნად ისახავდა უნგრეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორის კონტროლს და ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლების დაუფლებას.
"აშშ არ დააყოვნებს როგანის მსგავსი პირებისთვის პასუხისმგებლობების დაკისრებას, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით უკანონოდ გამდიდრდნენ ქვეყნისა და თანამოქალაქეების ხარჯზე", - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი ტ.სმიტმა.
- Details
- By rusa
აშშ-ში ზამთრის შტორმი „ბლერი“ მძვინვარებს, რომლის გამოც 5 ადამიანი დაიღუპა. უამინდობის გამო აშშ-ის ნაწილში დაკეტილია სკოლები, გადაიდო 2300-ზე მეტი ავიარეისი. ზოგიერთი რაიონის 200 000-ზე მეტ მაცხოვრებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
აშშ-ს შვიდ შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. კერძოდ კი მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, კანზასში, მისურიში, კენტუკიში და არკანზასში.
აშშ-ს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექმა შეიძლება იკლოს, თუმცა ყინვა და უამინდობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
- Details
- By rusa
ტიბეტში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 62 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:05 საათზე მოხდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში. ეპიცენტრი ქალაქ შიგაცედან 163 კილომეტრში იყო.
- Details
- By rusa
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ამის შესახებ ალიევმა 6 იანვარს ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
"სრული რწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ კატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას
გროზნოს რომ დროულად მიეღო ზომები საჰაერო სივრცის ჩაკეტვისთვის, დაცული ყოფილიყო სახმელეთო მომსახურების ყველა წესი და კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო სამსახურებს შორის, მაშინ ეს ტრაგედია არ მოხდებოდა." - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ არ შეატყობინა თვითმფრინავის კაპიტანს საჰაერო სივრცის დაკეტვისა და გროზნოსთან მიახლოების საფრთხის შესახებ. ალიევმა ასევე ისაუბრა კითხვაზე, თუ რატომ გაიგზავნა თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, რომელიც კასპიის ზღვის მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარეობს.
"რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად ფრენის ეკიპაჟი, ბუნებრივია, ამას გამოძიება დაადგენს? დღისავით ნათელია, რომ თვითმფრინავი ელექტრონული კონტრზომებით იქნა გამოყვანილი კონტროლიდან... მაგრამ რატომ გაგზავნეს თვითმფრინავი აქტაუში? ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ეს მოხდა ადგილობრივი ავიამეთვალყურეების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ თავად მფრინავებს ესმოდათ, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში რადიოელექტრონული საბრძოლო ტექნიკა არ დაუშვებდა მათ დაშვებას და თავად გააკეთეს ეს არჩევანი?" - განაცხადა ალიევმა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ცნობილი გახდება "შავი ყუთების" მონაცემების გაშიფვრის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანის დაჟინებული მოთხოვნით ბრაზილიაში გაიგზავნა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს სამი პირობა წაუყება: ბოდიშის მოხდა, დანაშაულის აღიარება, ასევე დამნაშავეების დასჯა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს და ყველა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ჯერჯერობით ამ მოთხოვნებიდან მხოლოდ პირველი დაკმაყოფილდა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი Embraer-ი 25 დეკემბერს ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან.თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ კურსიდან გადაუხვია მას შემდეგ, რაც ის, ძირითადი ვერსიით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ცეცხლში მოხვდა.
თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი იყო აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 - ყირგიზეთის მოქალაქე.
- Details
- By Sali
რუსეთში ბანკების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების და ინტერნეტ სერვისების მუშაობაში მასიური შეფერხება დაფიქსირდა. ამას მოწმობს მონიტორინგის საიტის Downdetector-ის მონაცემები.
მომხმარებლები ვერ სარგებლობენ ინტერნეტ ბანკებით, ასევე უჩივიან Google, Yandex, VKontakte, RuTube და სხვა სერვისების მიუწვდომლობას.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 129 of 205