Featured Articles
დონალდ ტრამპი რუსეთს აკრიტიკებს. განცხადება შტატების არჩეულემა პრეზიდენტმა ისარაელის პრემიერთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"ჩვენ ვხვდებით რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. გარკვეულწილად, ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, არ მახარებს. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, - განაცხადა ტრამპმა.
რუსულ მედიასთან კი კრემლის წარმომადგენელი პესკოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე უკრაინამ რიგ კითხვებს უნდა უპასუხოს.
"პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ მანამდე უკრაინამ რიგ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვები ჯერჯერობით ისევ ჰაერშია და პასუხგაუცემელია, - განაცხადა პესკოვმა.
- Details
- By iaiaia
რუსეთის ხელისუფლება აპირებს, „საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის“ სტატუსი მიანიჭოს მღვდლებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებიან.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი დუმას დღეს, 7 აპრილს, წარედგინა. ინიციატორია დუმის დეპუტატთა ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კრაშენინიკოვი ხელმძღვანელობს.
კანონპროექტის თანახმად, „საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის“ სტატუსი უნდა ჰქონდეთ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც „თავის სულიერ ვალს იხდიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ნაწილებში“.
რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ გამართავს მოლაპარაკებებს ევროპასთან ტარიფების ცვლილებაზე, თუ ის „ყოველწლიურად ბევრ ფულს არ გადაიხდის“.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“.
ტრამპმა თქვა, რომ ევროპას სურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ მოხდება, „ვიდრე ევროპა არ დაიწყებს ბევრი ფულის გადახდას ყოველწლიურად“.
„ჯერ დღევანდელისთვის, მაგრამ ასევე წარსულისთვისაც, რადგან მათ წაიღეს ჩვენი სიმდიდრის დიდი ნაწილი, და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია 1,9 ტრილიონი დოლარის დაკარგვა ვაჭრობაში. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე, რათა ევროპული ქვეყნები დავიცვათ. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით ვფარავთ, და ამავდროულად სავაჭრო ზარალს ვიღებთ“,- აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ ევროპა „ძალიან, ძალიან ცუდად ეპყრობოდა“ აშშ-ს და „მოატყუა ამერიკელი ლიდერები“.
„იცით, ევროპას ასევე აქვს უზარმაზარი პროფიციტი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ევროპა ჩვენთან, შესაძლოა, ცოტა რბილად იქცეოდა, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან ცუდად. ჩინეთი – დიახ, მაგრამ ევროპაც ასევე. ევროპა იქცეოდა ძალიან, ძალიან ცუდად, რადგან მან მოატყუა ჩვენი ლიდერები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, ირანელი მაღალჩინოსანი ანონიმურად აცხადებს, რომ ირანი წინააღმდეგობას უწევს აშშ-ის მოთხოვნებს, რომ პირდაპირ აწარმოოს მოლაპარაკებები თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ.
ასევე ირანმა შეატყობინა ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ნებისმიერი მხარდაჭერა აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმისას, მათ შორის, მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება აშშ-ის სამხედროების მიერ თავდასხმის დროს განიხილება როგორც მტრული აქტი.
„როიტერის“ ცნობით, სწორედ ამიტომ მოაბილიზა ირანის სულიერმა ლიდერმა შეიარაღებული ძალები.
2 აპრილს, ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუვეითმა ირანს შეუთვალა, რომ არ დაუშვებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს თავისი ტერიტორიიდან.
- Details
- By rusa
რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ 6 აპრილს საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს
- Details
- By rusa
More Articles …
- ჩემი აზრით, ევროპა და აშშ უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე - ილონ მასკი
- შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი სატარიფო გარიგებასთან ახლოს არიან - ტრამპი
- აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა
- კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - მათ შორის 6 ბავშვია
Page 14 of 204