Featured Articles
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჩოი სანგ-მოკის შეხვდა.
ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი სრულად ენდობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჩოი სანგ-მოკის ხელმძღვანელობას.
ამასთან, ბლინკენმა შეხვედრაზე აღნიშნა ვაშინგტონის „ურყევი ერთგულება“ სამხრეთ კორეის მიმართ.
ჩოისთან შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჩო-ტაე-იულთან.
- Details
- By iaiaia
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და საფრანგეთში ჩავა.
ბლინკენისთვის ეს სამხრეთ კორეაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა მოქმედი პრეზიდენტი იმპიჩმენტით გადააყენა. ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
- Details
- By rusa
იტალიის პრემიერ-მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. სააგენტო „ბლუმბერგის” ცნობით, ჯორჯია მელონის დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარალაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა.
შეხვედრა რომში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი იტალიაში 9 იანვარს ჩავა. ის პრემიერ მელონის და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება.
- Details
- By rusa
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება მან იის შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos-ი, „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.
„უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს,
ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ დროისთვის. საკვანძო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია“, – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ეს ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა სამოქალაქო პირებისთვის. მან კანდიდატებს უწოდა „დიდი ლიდერები, რომლებმაც ამერიკა და მსოფლიო უკეთესი გახადეს,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯილდო მიენიჭათ, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, ბიზნესმენებსა და ფილანთროპებს ჯორჯ სოროსს, ტიმ გილსა და დევიდ რუბენსტაინს, ანთროპოლოგ ჯეინ გუდოლს, ფეხბურთელ ლიონელ მესის და კალათბურთელ მეჯიქ ჯონსონს, მუსიკოს ბონოს, მსახიობებს მაილ ჯეი ფოქსსა და დენზელ უოშინგტონს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს ანა უინთორს, მოდელ რალფ ლორენს.
19-დან ოთხს ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. ესენი არიან 1968 წელს მოკლული ყოფილი გენერალური პროკურორი რობერტ კენედი; პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციაში საბინაო მშენებლობის მინისტრი, 1973 წელს გარდაცვლილი ჯორჯ რომნი; სამოქალაქო აქტივისტი ფანი ლუ ჰეიმერი, რომელიც 1979 წელს გარდაიცალა, და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა.
- Details
- By rusa
More Articles …
- ისრაელის დარტყმას ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა
- ჰააგის სასამართლომ 19 წლის პირს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა საახალწლო დღესასწაულის დროს პოლიციელებისთვის პიროტექნიკის სროლისთვის
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის
- ტრამპის ინაუგურაცია გლოვის გამო დაშვებული დროშების ფონზე ჩატარდება
Page 131 of 205