Featured Articles
ისრაელის დარტყმას ქალაქ ღაზაში 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 65-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით, დარტყმა საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა, სადაც სულ მცირე 14 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს კატარის და ეგვიპტის შუამავლობით. დოჰაში გაემგზავრნენ ისრაელის წარმომადგენლები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოძრაობა „ჰამასს“ მოუწოდებს, შეთანხმებას დათანხმდეს.
- Details
- By ani
ჰააგის სასამართლომ 19 წლის პირს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა საახალწლო დღესასწაულის დროს პოლიციელებისთვის პიროტექნიკის სროლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდური მედია ავრცელებს.
სასამართლომ დაგმო ეს ქმედება, როგორც „უაღრესად საშიში“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნე პოლიციის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.
„პოლიციელების მიმართ ძალადობა, როგორც ჩანს, ნორმალურ მოვლენად იქცა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური“, - აღნიშნა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც მსჯავრდადებულმა პიროტექნიკა ესროლა.
- Details
- By ani
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს", - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმაზე წერს.
ბრიუსი 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია და ის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.
"ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ჩვენს შესანიშნავ კანდიდატს, მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება," - წერს დონალდ ტრამპი.
- Details
- By ani
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაშვებული დროშების ფონზე ჩატარების შესახებ აღარ გადაიხედება, - იუწყება AP.
თეთრ სახლში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას უკავშირდება.
კარტერი 100 წლის ასაკში 30 დეკემბერს გარდაიცვალა.
აშშ-ში სახელმწიფო დროშები 9 იანვრის შემდეგ, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, ტრადიციისამებრ, 30 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება.
- Details
- By ani
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად, 218 ხმით ისევ მაიკ ჯონსონი აირჩიეს.
მანამდე, ამერიკელმა კანონმდებლებმა ფიცი დადეს და შესაბამის წიგნში ხელიც მოაწერეს - ამით აშშ-ის 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო
ვაშინგტონში, 119-ე მოწვევის კონგრესის პირველი სხდომა მიმდინარეობს, 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 132 of 205