Featured Articles
მძიმე ფორმის პნევმონიის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა იანვრის პირველი ორი კვირისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
„მას პნევმონია აქვს. შედეგად გააუქმა რამდენიმე შეხვედრა იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის ლისაბონში დაგეგმილი გამოსვლა და გდანსკში ვიზიტი“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმეკერმა.
- Details
- By rusa
ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან ტესლას მარკის ავტომობილი ამერიკელმა სპეცრაზმელმა, 37 წლის მეთიუ ლიველსბერგერმა ააფეთქა. სპეცდანიშნულების დანაყოფის სერჟანტის ვინაობა, აფეთქების ადგილზე მისი საბუთების და სამი მობილური ტელეფონის აღმოჩენის შედეგ დადგინდა. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოძიებამ ლას-ვეგასსა და ახალ ორლეანში მომხდარი ინციდენტების პარალელების კვლევა დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის კავშირი არ იკვეთება.
2 იანვარს ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და პიროტექნიკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
- Details
- By rusa
გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სახელით სირიას ესტუმრნენ. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდებიან.
როგორც გერმანიის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, ვიზიტის დაწყებამდე ბერბოკმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ევროკავშირსა და სირიას, ასევე გერმანიასა და სირიას შორის ახალი პოლიტიკური საწყისების შესაძლებლობა იქნება.
- Details
- By rusa
პარასკევ დილას, 3 იანვარს სამართალდამცავებმა სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაპატიმრება სცადეს. ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდნენ, თუმცა რამდენიმე საათში „კორუფციის გამოძიების სამსახურმა“ განაცხადა, რომ „დაპატიმრების ორდერის აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა მიმდინარე დაპირისპირების გამო“. ადგილობრივი მედიის ცნობით, დასაკავებლად მისულებს, ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებს, ადმინისტრაციაში გამაგრებული დახვდათ ჯარისკაცები, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს ემორჩილებიან.
სამართალდამცავი ორგანოს განცხადებითვე, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ „ადგილზე მისული პერსონალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე" და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს - თუმცა რას, არ დაუზუსტებია. დაკავების ორდერს ვადა 6 იანვარს გასდის.
ამას წინ უძღოდა 2024 წლის 31 დეკემბერს სეულის საოლქო სასამართლოს მიერ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერის გაცემა.
მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სოკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.
- Details
- By rusa
დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„ტრამპი შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება. მჯერა, რომ ის არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. მინდა, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს. ვფიქრობ, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ეს სიმართლეა“
- Details
- By rusa
More Articles …
- „ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა - ასე ხდება, როდესაც გყავს სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობა“-ტრამპი
- აშშ-ში იძიებენ შესაძლო კავშირს ახალი ორლეანის ტერაქტსა და ლას-ვეგასში მომხდარ აფეთქებას შორის
- „უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი“-ზელენსკი
- ევროკავშირმა უნგრეთს მილიარდი ევროს დაფინანსება შეუწყვიტა
Page 133 of 205