Featured Articles
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ „მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი“ გახდა.
„ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა დონალკდ ტრამპმა.
მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და „დემოკრატმა“ პროკურორებმა არ შეასრულეს თავიანთი სამუშაო.
„ისინი არაკომპეტენტურები და კორუმპირებულები არიან, რადგან მთელი თავიანთი დრო პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თავდასხმებზე დახარჯეს და არა ამერიკელების დაცვაზე გარედან და შიგნიდან. „დემოკრატებს“ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაუშვეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უნდა ჩაერთოს ახლავე, სანამ გვიანი არ არის. აშშ ინგრევა - უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ძალა და ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს“, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.
- Details
- By Sali
აშშ-ში გამოძიება შეისწავლის შესაძლო კავშირს ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტსა და Tesla Cybertruck აფეთქებას შორის, ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ.
ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა ახალი წლის ღამეს, ახალ ორლეანში მომხდარ ფაქტს, როდესაც სწრაფად მოძრავი ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა, ხოლო შემდეგ - მძღოლმა ხალხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით დაიწყო სროლა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ტერაქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალ ორლეანში, ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია 42 წლის კაცი, შამსუდ-დინ ჯაბარი - აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ტეხასის შტატში ცხოვრობდა. დასტურდება, რომ წარსულში ის აშშ-ის არმიაშიც მსახურობდა. ამ ეტაპზე იკვლევენ გათავისუფლების მიზეზებს.
კაცი სავარაუდოდ დაქირავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა და თან ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა. ასევე ავტომობილში აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. მსგავსი მოწყობილობები აღმოჩენილია შემთხვევის ადგილზეც. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ჯაბარს მოკავშირეებიც ჰყავს და გამოძიება მათ გამოვლენაზე მუშაობს.
ტერაქტი მოხდა 1 იანვარს, შუაღამისას, როდესაც ადამიანები ახალი წლის მოსვლას ზეიმობდნენ.
1 იანვარს, საგანგებო ბრიფინგზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გამოძიებაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ახალ ორლეანში ავტომობილით სასიკვდილო შეჯახებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ბრალდებულმა მძღოლმა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან ტერაქტის ჩადენის ინსპირაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ დაუკავშირა და ადამიანების მოკვლის სურვილი გამოხატა.
ჯო ბაიდენმა განაცხადა ასევე, რომ მოწმდება ვერსია ამ ინციდენტის კავშირზე ლას-ვეგასში 1 იანვარს მომხდართან, როდესაც Trump Hotel-ის წინ, პიროტექნიკითა და საწვავით დატვირთული ავტომობილი - Tesla Cybertruck-ი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, ხოლო შვიდმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
პოლიციას ჯერ ასევე არ დაუდგენია, იყო თუ არა ეს ინციდენტი მიმართული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ან მისი მოკავშირის, Tesla-ს მფლობელის, ელონ მასკის წინააღმდეგ.
- Details
- By Sali
უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამ არხზე წერს.
როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა, ყველამ ერთად გაუძლოს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ.
გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.
- Details
- By Sali
უნგრეთს ევროკავშირის 1,04 მილიარდი ევროს დაფინანსებაზე უარი ოფიციალურად უთხრეს. დახმარების გაყინვის მიზეზი კორუფციული ბრალდებები გახდა. ეს ბლოკის წევრის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.
DW-ის ცნობით, პირობა იყო, რომ უნგრეთს სამართლებრივი რეფორმები 2024 წლის ბოლომდე უნდა გაეტარებინა.
ევროკავშირის ფული ბუდაპეშტს გადაეცა სტრუქტურულად სუსტი რეგიონების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მაგრამ 2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უნგრეთი უგულებელყოფდა ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს და ძირითად ღირებულებებს, ის გაიყინა.
საუბარია კორუფციის, მექრთამეობისა და ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებზე.
- Details
- By Sali
მონტენეგროში, ცეტინიეში კაცი კაფეში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. ინციდენტი 1 იანვრის ღამეს მოხდა.
როგორც ქვეყნის მაუწყებელი RTCG პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დაწესებულებაში სტუმრების ხოცვა-ჟლეტისთანავე თავდამსხმელი გაიქცა. ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
საუბარია ადგილობრივ მცხოვრებ აკო მარტინოვიჩზე. პოლიციამ განმარტა, რომ ეჭვმიტანილი არ არის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და სროლა არ უკავშირდება კრიმინალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს. მარტინოვიჩის მოტივი უცნობია.
"შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა დაწესებულებაში, ჩაიდინა დანაშაული და გაიქცა", - აცხადებენ პოლიციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიილ შარანოვიჩმა განმარტა, რომ თავდამსხმელმა დაწესებულების მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ დამნაშავემ ოჯახის რამდენიმე წევრის სიცოცხლე შეიწირა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 134 of 205