Featured Articles
თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბატულა ახუნდზადამ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს ფანჯრების გაკეთებას საცხოვრებელი შენობებისთვის, რომელთა წინ მდებარე ტერიტორიებს „როგორც წესი, ქალები გამოიყენებენ“.
ბრძანებულების ტექსტი ტვიტერში გამოაქვეყნა თალიბების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.
განცხადების თანახმად, ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები, რომლებიდანაც მოჩანს „ეზო, სამზარეულო, მეზობლის ჭა და სხვა ადგილები, რომელთაც შეიძლება იყენებდნენ ქალები“.
„ქალების თვალთვალმა, რომლებიც სამზარეულოებში და ეზოებში მუშაობენ ან წყალს იღებენ ჭიდან, შესაძლოა უხამსი საქციელი გამოიწვიოს,“ ნათქვამია ბრძანებულებაში.
მუნიციპალურ ხელისუფლებას და სხვა შესაბამის ორგანოებს დაევალათ, თვალ-ყური ადევნონ ახალ მშენებლობებს, რათა დაცულ იქნეს ახალი სტანდარტები. ასეთი ფანჯრების არსებობის შემთხვევაში შენობების მფლობელებმა უნდა ააგონ კედელი ან ხედი სხვა საშუალებებით ჩაკეტონ, „რათა მეზობლებს პრობლემები არ შეუქმნან“.
თალიბები ავღანეთში 2021 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მას შემდეგ ქვეყანაში ქალებს თითქმის ყოველგვარი უფლებები ჩამოერთვათ. იუნესკოს მონაცემებით, ავღანეთში 1,4 მილიონზე მეტი გოგონა მოკლებულია სწავლის შესაძლებლობებს და ეს მთელი თაობის მომავალს უქმნის საფრთხეს.
თალიბანმა ქალთა უფლებების სფეროში მსოფლიოში ყველაზე სერიოზული კრიზისი წარმოშვა ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, განაცხადა ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა. „თალიბანის სასტიკი მმართველობის პირობებში ავღანელი ქალები და გოგონები ყველაზე საშინელ კოშმარში იმყოფებიან“.
- Details
- By Sali
აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-დან მოსალოდნელი სამხედრო დახმარების შესახებ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.
- Details
- By iaiaia
ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მგზავრთა ნაწილი ქორწილის ცერემონიაზე მიდიოდა. მანქანა გადატვირთული იყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად განიხილება.
- Details
- By Sali
ბელარუსის დედაქალაქის სკოლებმა, ქალაქის ხელმძღვანელობისგან მიიღეს განკარგულება, რომ ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს არ გამოიყენონ სანტა კლაუსის იმიჯი და ამასთან ერთად დაუშვებელია ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერების ჩართვაც. ამის შესახებ "ევრორადიოზე" დაყრდნობით belsat.eu წერს.
როგორც სკოლებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ბელორუსულ ტრადიციებზე ფოკუსირება.
"ქალაქის ხელმძღვანელობის ბრძანება
ძვირფასო კლასის ხელმძღვანელებო, ღონისძიებებზე აკრძალულია სანტა კლაუსი, საშობაო ინგლისური სიმღერები (როგორიცაა Jingle Bells).
ვიყენებთ: ჩვენს ცნობილ სიმღერებს და ჩვენი ზღაპრის გმირებს. აქცენტი კეთდება ბელარუსულ ტრადიციებზე. იგივე ეხება საახალწლო დეკორაციებს!!!!" - ნათქვამია გამოცემის მიერ ციტირებულ დოკუმენტში.
დეკემბერში ბრესტის ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა საშობაო და საახალწლო დეკორაციების შესახებ ინსტრუქციები გაუგზავნა ქალაქის სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებს, რომლის მიხედვითაც სანტა კლაუსის გამოსახულების და საშობაო გვირგვინების გამოყენება აკრძალულია. მსგავსი რეკომენდაციები ვრცელდება ბრესტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი შეერთებული შტატებისგან ორშაბათს, 30 დეკემბერს გამოცხადდება. ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტის საღამოს მიმართვაში ისაუბრა,
"ვიცი, რომ მზადდება ამერიკული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად - ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის.
ის, რაც მუშაობს ომის ამ წლებში უკრაინის დასაცავად და ახლა ხელი უნდა შეუწყოს ფრონტზე სტაბილიზაციის სამუშაოებს". - განაცხადა ზელენსკი და ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც უფრო სრულყოფილი იქნება პარტნიორების მხრიდან მიწოდენა, მით მეტი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 137 of 205