Featured Articles
100 წლის ასაკში აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა. კარტერი საკუთარ სახლში, ქალაქ ფლეინსში გარდაიცვალა.
ქვეყნის 39-ე პრეზიდენტი 1924 წლის პირველ ოქტომბერს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ფლეინსში დაიბადა. იგი ფერმის სახლში გაიზარდა.
მედია აღნიშნავს, რომ კარტერი ქვეყნის ისტორიაში პირველი იყო, რომელიც 1837 წლის შემდეგ ღრმა სამხრეთიდან აირჩიეს. კარტერის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯორჯიის შტატის სენატორად აირჩიეს. ის ასევე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი და ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იყო.
კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. კარტერმა ასევე შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები. თუმცა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მისი ეკონომიკური პოლიტიკისა და აშშ-ირანის მძევლების კრიზისის გამო, რის შემდეგაც კარტერი მეორე ვადით აღარ აურჩევიათ.
1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერი რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა დაამარცხა. პრეზიდენტის ოფისის დატოვების შემდეგ, ის ორიენტირებული იყო საერთაშორისო ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებებზე, რის შემდეგაც 2002 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
- Details
- By iaiaia
სამწუხაროდ, ავიაკატასტროფის შესახებ პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთისგან ბოდვითი ვერსიების გარდა არაფერი გვსმენია , – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა:
„პილოტებმა გამოიჩინეს პროფესიონალიზმიც და გმირობაც. თუმცა, რა თქმა უნდა, პილოტები გამოცდილები იყვნენ და იცოდნენ, რომ ამ ავარიულ დაშვებას ვერ გადაურჩებოდნენ. თუმცა მგზავრების გადასარჩენად მათ დიდი გმირობა გამოიჩინეს და სწორედ ამის შედეგად არიან ავიაკატასტროფაში გადარჩენილები. სწორედ ამის შედეგად არ დაიწვა კორპუსის ნაწილი და სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია დღეს ცალსახად ვთქვათ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო.
ერთ-ერთი პუნქტი, რამაც გული დაგვწყვიტა და გაგვაკვირვა იყო, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურების რაღაც გაზის ბალონის აფეთქების ვერსიებზე საუბრობდნენ. ამან ღიად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურს საკითხის მიჩქმალვა და ეს არავის მატებს ღირსებას. ჩვენი თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, განზრახ არ ჩამოუგდიათ. დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის ოპერატიულად ბოდიშის მოხდა და ამის საზოგადოებისთვის მიწოდება – ყველა ზომა და ნაბიჯი, რაც საჭირო იყო, მიღებულია. სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში არაფერი გვსმენია რუსეთისგან, გარდა ბოდვითი ვერსიებისა.
ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი გარედან დაზიანდა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოსთან და პრაქტიკულად დაკარგა კონტროლი. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა უკონტროლო გახადა. ეს არის თვითმფრინავისთვის მიყენებული პირველი დაზიანება. ვიმეორებ, მას შემდეგ, რაც შავი ყუთები გაიხსნება და როცა მივიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, ყველა დეტალი გაირკვევა. გაირკვევა ბევრი საკითხი, რომელიც დღესაც აჩენს კითხვებს. მაგალითად, რატომ ვერ დაეშვა თვითმფრინავი ქალაქ გროზნოში? რამდენად იმოქმედა რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა თვითმფრინავების კონტროლზე? რამდენად ეფექტური იყო ჰაერში ზემოქმედების და თვითმფრინავის მახლობლად აფეთქების შედეგები? ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ აშკარა ფაქტის უარყოფისა და ამ შემთხვევაში შენიღბვის მცდელობები არის აბსურდულიც და სისულელე.
უპირველესად, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, უნდა აღიარონ მათი დანაშაული. მესამე, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და კომპენსაცია გადაუხადონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ უკვე შესრულდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სხვა პირობებსაც მიიღებენ. ყველა ეს პირობა სამართლიანია. ეს ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებასა და ადამიანის ნორმალური ქცევის პრინციპებს“
- Details
- By rusa
დღეს ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და 18:00-ზე დაიხურება. ხმის მიცემა დაახლოებით 3,8 მილიონ ხორვატს შეუძლია.
მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ოპოზიციური სოციალისტ-დემოკრატების კანდიდატი, მეორე ვადით იყრის კენჭს. მისი მთავარი კონკურენტია დრაგან პრიმორაკი, ყოფილი მეცნიერების მინისტრი, (HDZ).
- Details
- By rusa
სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. დაიღუპა სულ მცირე, 96 ადამიანი. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ამ დროისთვის ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ერთი ეკიპაჟის წევრი და ერთი მგზავრი.
Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია სავარაუდოდ, ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.
- Details
- By rusa
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი, ოლივია ჰასი, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა 1968 წელს გამოსულ ფილმში "რომეო და ჯულიეტა". მსახიობის სიკვდილის ცნობას მისი ოჯახი ავრცელებს, ოლივია ჰასი პარასკევს გარდაიცვალა, "მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში", - ვკითხულობთ მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე.
ჰასი 15 წლის იყო, როცა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ის შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში გადაიღო. ძეფირელის "რომეო და ჯულიეტას" ორი ოსკარი ერგო, ჰასი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. რომეოს როლს ფილმში ასრულებდა ბრიტანელი მსახიობი, ლენარდ უაითინგი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო.
ათწლეულების შემდეგ ჰასიმ და უაითინგმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Paramount Pictures-ს, სექსუალური შევიწროების და ფილმში სიშიშვლის მომცველი სცენების ირგვლივ მაქინაციების ბრალდებებით. მსახიობების თქმით, თავიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ საწოლი ოთახის სცენაში სხეული კანის ფერის საცვლებით ექნებოდათ დაფარული, მაგრამ საკუთრივ გადაღების დღეს ძეფირელიმ მათ განუცხადა, რომ სხეულებს მხოლოდ კოსმეტიკურად დაუფარავდნენ და კამერა ისე განთავსდებოდა, რომ ეკრანზე სიშიშვლე არ იქნებოდა ასახული. მსახიობები აცხადებდნენ, რომ მათი შიშველი სხეულები მათი თანხმობის გარეშე იქნა გადაღებული. 2023 წელს საქმე დახურა ლოს-ანჯელესის ოლქის მოსამართლემ, რომელმაც ჩათვალა, რომ შემთხვევა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოზარდთა პორნოგრაფიად და, რომ თან მსახიობებმა საქმე ძალიან გვიან აღძრეს.
ოლივია ჰასი 1951 წლის 17 აპრილს დაიბადა არგენტინაში, ბუენოს-აირესში და შემდეგ, ბავშვობის ასაკში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 138 of 205